„საქართველოს ბანკის“ გიორგი ჩახავას სტიპენდიაზე განაცხადების მიღება 30 ნოემბრამდე გრძელდება

„საქართველოს ბანკი“, როგორც განათლების მთავარია მხარდამჭერი ბანკი ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნისა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომის მიზნით სასტიპენდიო პროექტების განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, მიზანდასახულ და მოტივირებულ სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება.

ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ბანკმა არქიტექტურის სტუდენტებისთვის გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია შექმნა, რომლის მიღებაც მათ 4 პარტნიორ უნივერსიტეტში (თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი) შეუძლიათ.

სტიპენდიაზე განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია და ის 30 ნოემბრამდე გაგრძელდება. დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე:

სტიპენდიის გამარჯვებულებს უნივერსიტეტები მათ მიერ შედგენილ კრიტერიუმებზე დაყრდნობით ავლენენ. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია აქტიური სტატუსის მქონე, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც ირიცხება პარტნიორ უნივერსიტეტებში.

საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია ერთწლიანია, თუმცა, ის შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, ყოველწლიურად შეავსონ განაცხადი და კვლავ მოიპოვონ დაფინანსება;

სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობა ბაკალავრიატის ნებისმიერ საფეხურზე მყოფ სტუდენტს შეუძლია; მათ შორის მათაც, ვისაც მიღებული აქვს სახელმწიფო გრანტი, თუმცა, კერძო უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად დამატებითი ფინანსები სჭირდება;

საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროექტის ფარგლებში, სტიპენდიატების შერჩევა მათი აკადემიური მოსწრების (GPA), სამოტივაციო წერილის და უნივერსიტეტის მიერ შედგენილი კრიტერიუმების მიხედვით ხდება.

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკებისაქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული სასტიპენდიო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში