ნათია მეზვრიშვილი - გახარია „ოცნების“ ერთადერთი თანამდებობის პირი იყო, რომელიც არ იყო კორუმპირებული და სძულდა ნეპოტიზმი, ამის გამო აღმოჩნდა სახელმწიფოს მოღალატე - პროკურატურის განცხადების მე შემრცხვა, როგორც ყოფილ კოლეგას

გახარია „ოცნების“ ერთადერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი იყო, რომელიც არ იყო კორუმპირებული და სძულდა ნეპოტიზმი. ამ ღირებულებების გამო აღმოჩნდა სახელმწიფოს მოღალატე, ანტიეროვნულ და კორუმპირებულ „ოცნებასთან” შეუთავსებელი და ამ ღირებულებების ერთგულება მიიყვანს გამარჯვებამდე, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნასა და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, დაუსწრებლად პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება.

როგორც ის აღნიშნავს, „ამ ღირებულებების ადამიანის გატეხა წარმოუდგენელია“.

„ერთ დღეში ორი პატიმრობა სახელმწიფო ინტერესების ყოველთვის და ყველაფერზე (პირადზე, ოჯახზე, მეგობრებზე) წინ დაყენებისთვის. გახარია “ოცნების” ერთადერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი იყო, რომელიც არ იყო კორუმპირებული და სძულდა ნეპოტიზმი. ამ ღირებულებების გამო აღმოჩნდა სახელმწიფოს მოღალატე, ანტიეროვნულ და კორუმპირებულ “ოცნებასთან” შეუთავსებელი და ამ ღირებულებების ერთგულება მიიყვანს გამარჯვებამდე. სრულიად უცხო ადამიანი გასაუბრებით დამნიშნა მოადგილედ. ასე პოულობდა კადრებს. ისე წავიდა თანამდებობიდან, არაფერი წაუღია. საერთოდ არაფერს ჰქონდა მისთვის მნიშვნელობა სახელმწიფო საქმის კეთილსინდისიერად კეთების გარდა. ამ ღირებულებების ადამიანის გატეხა წარმოუდგენელია. მხოლოდ ის დაპატარავებული „ადამიანები“ მეცოდებიან, რომლებიც გუშინ ბუზებივით ეხვივნენ და ახლა აორთქლებულები არიან, მეტიც მის წინააღმდეგ მოწმეებად გვევლინებიან. თქვენი ადგილი არც მაშინ იყო მის გარშემო (ეს იყო მისი ერთადერთი შეცდომა) და არც მომავალში იქნება.

პროკურატურამ არაერთი ადამიანი გააუბედურა ბოლო დროს, გახარია რა მოსატანია. მაგრამ მაინც - გავრცელებული განცხადების, კვალიფიკაციის და ყველაფრის, მე შემრცხვა, ძალიან შემრცხვა, როგორც თქვენს ყოფილ კოლეგას”,- წერს მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე და 20 ივნისის აქციის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია