შალვა პაპუაშვილი - 21-ე საუკუნის საქართველოში გვყავს მარიონეტები ქართული გვარ-სახელებით და პასპორტებით, რომლებიც გარედან იმართებიან, რათა  საკუთარი ქვეყანა დააზიანონ - მათი ერთადერთი მიზანია, ჩვენი ქვეყანა სამართავად სხვებს ჩააბარონ

21-ე საუკუნის საქართველოში, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის თავზე, ჩვენ გვყავს ჩვეულებრივი მარიონეტები ქართული გვარ-სახელებით და პასპორტებით, რომლებიც გარედან იმართებიან იმისთვის, რომ დააზიანონ საკუთარი ქვეყანა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა Prime Time - ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს, რომელიც, გამოცემის ინფორმაციით, ადგილობრივ ოპოზიციას ბრიუსელიდან ევროკავშირის კონკრეტულმა მაღალჩინოსნებმა გამოუგზავნეს, ოპოზიციის წარმომადგენელმა კი ბრიფინგზე წაიკითხა.

მისივე თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რა დონეზე იმართება რადიკალიზმი საქართველოში.

„ეს არის პირდაპირ ყოველდღიური პროცესების ხელით მართვა გარედან, სადაც თითოეული სიტყვა წინასწარ არის ნაკარნახევი. თითოეული ნაბიჯი გათვლილია, ასე მოქმედებს დღეს რადიკალური ოპოზიცია და გარედან დაქირავებული „ენჯეოები“. ეს რა თქმა უნდა, სამარცხვინო ფაქტია, თუ რასთან აქვს საქმე. 21-ე საუკუნის საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის თავზე, ჩვენ გვყავს ჩვეულებრივი მარიონეტები ქართული გვარ-სახელებით და პასპორტებით, რომლებიც გარედან იმართებიან იმისთვის, რომ დააზიანონ საკუთარი ქვეყანა. ასე უნდა შეხედოს საზოგადოებამ ამ მარიონეტების ჯგუფს, რომ მათი ერთადერთი მიზანი არის ჩვენი ქვეყანა ჩააბარონ სხვებს სამართავად“,- აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი