ზაზა ვაშაყმაძე ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სიტყვით გამოვიდა

პრაღაში გრძელდება რელიგიისა და რწმენის თავისუფლების საერთაშორისო ალიანსის კონფერენცია „რელიგიისა და რწმენის თავისუფლება, როგორც მდგრადობისა და რელიგიური ჩართულობის წყარო“.

ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ მონაწილეობა მიიღო ევრაზიის პანელში, რომლის მოდერატორი აშშ-ს არაკომერციული ორგანიზაციის- „გიყვარდეს შენი სამეზობლო თემი“ (LYNC) დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ვეიდ კუსაკი იყო.

„მოდერატორის ძირითად ინტერესს წარმოადგენდა: პოსტსაბჭოთა წარსულის გავლენა რელიგიის თავისუფლებაზე; რელიგიური თავისუფლება და ეროვნული უსაფრთხოების საკითხები თანამედროვე საქართველოში; საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობის გავლენა რელიგიის თავისუფლებაზე და რელიგიური კანონმდებლობა.

ზაზა ვაშაყმაძემ ისაუბრა რელიგიურ რეპრესიებზე საბჭოთა საქართველოში, რელიგიის თავისუფლებაზე თანამედროვე საქართველოში როგორც ფუნდამენტურ ფასეულობაზე, ინტერრელიგიურ დიალოგზე, როგორც რელიგიათა შორის ურთიერთობის ფორმატზე რელიგიურ ორგანიზაციებს შორის, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობასა და საკანონმდებლო ბაზაზე, რომელიც ითხოვს რელიგიის კანონის შემუშავებას.

გამოსვლის შემდეგ გაიმართა ინტერაქტიური დიალოგი. პანელის ერთ-ერთმა მონაწილემ ზაზა ვაშაყმაძეს დაუსვა კითხვა -ვინ უფრო დიდი ავტორიტეტია ქვეყნებში, სასულიერო თუ საერო პირები? ზაზა ვაშაყმაძემ უპასუხა, რომ საქართველო უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა, რომელმაც მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა, მეხუთე საუკუნეში კი საქარველოს ეკლესიამ ავტოკეფალია მოიპოვა. რაც შეეხება ავტორიტეტებს - საქართველოში ჩატარებულმა არაერთმა სოციოლოგიურმა კვლევა დაადასტურა, რომ ყველაზე მაღალი ავტორიტეტით სასულიერო პირებში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე სარგებლობს, ხოლო სახელმწიფო სტრუქტურებს შორის უდიდესი ავტორიტეტი აქვს საქართველოს ჯარს.

ევრაზიის პანელი ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში გაიმართა. სამინისტროს ფოიეში, რელიგიის სააგენტოს ბანერთან განთავსებულმა პუბლიკაციამ „ოკუპირებული მემკვიდრეობა“ მონაწილეთა დიდი ინტერესი გამოიწვია. რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები, სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატები და ჟურნალისტები ეცნობოდნენ ფოტომასალას, რომელიც ნათელ წარმოდგენას ქმნის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო