ნიკოლოზ სამხარაძე - ოპოზიციას, რომელსაც მარტივ განცხადებასაც კი ვიღაც უწერს და შემდეგ ამ განცხადებით საზოგადოებას ესაუბრებიან, შანსი ვერ ექნება, რომ ხელისუფლებას ოპონირება გაუწიოს - იმედია, მალე ასეთი ძალები ქართულ პოლიტიკაში აღარ იქნებიან

როდესაც ჩვენს ოპოზიციას ასეთ მარტივ განცხადებასაც კი ვიღაც უწერს, კარნახობს და მერე ამ განცხადებით ქართველ საზოგადოებას ესაუბრებიან, რა თქმა უნდა, ოპოზიციას ვერანაირი შანსი და შესაძლებლობა ვერ ექნება, რომ ხელისუფლებას ოპონირება გაუწიოს ან ჯანსაღად აკრიტიკოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა რითაც გამოეხმაურა Prime Time - ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს, რომელიც, გამოცემის ინფორმაციით, ადგილობრივ ოპოზიციას ბრიუსელიდან ევროკავშირის კონკრეტულმა მაღალჩინოსნებმა გამოუგზავნეს და ოპოზიციის წარმომადგენელმა ბრიფინგზე წაიკითხა.

სამხარაძე იმედოვნებს, რომ მალე ქართულ პოლიტიკაში იქნებიან ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებიც განცხადებასაც თვითონ დაწერენ, პოლიტიკურ ნაბიჯებსაც თვითონ დაგეგმავენ და ხელისუფლებასთან ოპონირებაშიც თვითონ შეძლებენ კონკრეტულ თემებზე დისკუსიას.

„ეს ქართული საზოგადოებისთვის სიახლე არ არის - მათ კარგად იციან, რომ ჩვენი ოპონენტები, პოლიტიკური ოპოზიცია, ერთ ნაბიჯსაც ვერ დგამს ისე, რომ უცხოეთთან არ შეათანხმონ. რაც ყველაზე დიდი ტრაგედიაა არის ის, რომ ისინი ასეთ მარტივ განცხადებასაც ვერ წერენ თვითონ. განცხადებას, რომელიც უნივერსიტეტის მეორე კორპუსიდან რუსთაველზე ჩამოსეირნებას ეხება. ამ განცხადებაშიც კი უცხოელები ეხმარებიან, რაც საგანგაშო ვითარებაა იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში მნიშვნელოვანია არსებობდეს ოპოზიცია და ჯანსაღი ოპოზიციური ძალები. როდესაც ჩვენს ოპოზიციას ასეთ მარტივ განცხადებასაც კი ვიღაც უწერს, კარნახობს და მერე ამ განცხადებით ქართველ საზოგადოებას ესაუბრებიან, რა თქმა უნდა, ოპოზიციას ვერანაირი შანსი და შესაძლებლობა ვერ ექნება, რომ ხელისუფლებას ოპონირება გაუწიოს ან ჯანსაღად აკრიტიკოს. ეს არის ძალიან ცუდი მოვლენა ქართულ პოლიტიკაში და იმედი მაქვს, რომ მალე ასეთი ძალები ქართულ პოლიტიკაში აღარ იქნებიან და იქნებიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც განცხადებასაც თვითონ დაწერენ, პოლიტიკურ ნაბიჯებსაც თვითონ დაგეგმავენ და ხელისუფლებასთან ოპონირებაშიც თვითონ შეძლებენ კონკრეტულ თემებზე დისკუსია. ქართული დემოკრატიისთვის ეს არის მნიშვნელოვანი”, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე