დავით ონოფრიშვილი 2025 წლის დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის (IAIS) წლიურ გენერალურ შეხვედრაში და წლიურ კონფერენციაში მონაწილეობს

2025 წლის 11–15 ნოემბერს ალბანეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ტირანაში, მიმდინარეობს დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის (IAIS – International Association of Insurance Supervisors) კომიტეტების და წლიური კონფერენციის კვირეული.

ინფორმაციას დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენციაში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი მონაწილეობს.

„ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ასოციაციის ძირითადი და წამყვანი ორგანოების აღმასრულებელი კომიტეტის (ExCo - Executive Committee) და იმპლემენტაციის და შეფასების კომიტეტის (IAC - Implementation and Assessment Committee) შეხვედრები და სამუშაო სესიები, სადაც საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი წარმოადგენს ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპის და ამიერკავკასიის რეგიონის ქვეყნებს (CEET - Central, Eastern Europe and Transcaucasia).

დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის (IAIS – International Association of Insurance Supervisors) კომიტეტების და წლიური კონფერენციის კვირეულს ესწრება დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე მაია კუბლაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი ნათია ქვაჩახია. კვირეული ტრადიციულად დასრულდება IAIS-ის წლიური კონფერენციით, რომელიც გაიმართება 14–15 ნოემბერს.

IAIS-ის მმართველი ორგანოების შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა ორგანიზაციის სტრატეგიული მიზნების განხორციელებაზე, თანამშრომლობის გაძლიერებასა და გლობალური სადაზღვევო ზედამხედველობის ერთიან მიდგომებზე.

ტირანაში გამართული შეხვედრები წარმოადგენს IAIS-ის წლიური სამუშაო ციკლის ერთ-ერთ მთავარ ეტაპს, რომლის ფარგლებში წევრებმა იმსჯელეს გლობალური სადაზღვევო ზედამხედველობის ტენდენციებზე, სექტორში არსებულ გამოწვევებსა და პრიორიტეტებზე. შეხვედრებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა საქართველოს აქტიური ჩართულობა საერთაშორისო სადაზღვევო თანამეგობრობაში და ხელი შეუწყო CEET რეგიონის პოზიციის გამყარებას IAIS-ის გადაწყვეტილების მიღების პროცესებში.

სამსახური აქტიურად აგრძელებს მუშაობას სადაზღვევო სისტემის გაძლიერების მიმართულებით. ამ პროცესში მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა, რაც ზრდის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების, ასევე ცოდნის და რესურსების განვითარების შესაძლებლობას და აძლიერებს სამსახურის გავლენას, გამჭვირვალობას და უზრუნველყოფს მდგრად განვითარებას გლობალური სტანდარტების შესაბამისად, რაც ადგილობრივი სადაზღვევო ბაზრის განვითარების საწინდარია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა