კახა კალაძე Ipsos-ის კვლევაზე - სამწუხარო რეალობამდე არის მისული ევროპული ბიუროკრატია, რაც ძალიან მძიმეა და პირველ რიგში, დამაზიანებელია ევროკავშირისთვის

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი, კახა კალაძე, გამოეხმაურა Ipsos-ის კვლევას, რომლის მიხედვითაც, „დასავლელი ამომრჩევლების თითქმის ნახევარი დემოკრატიის ხარისხით უკმაყოფილოა“.

კალაძის შეფასებით, ეს ყველაფერი, პირველ რიგში, ევროკავშირისთვის არის დამაზიანებელი.

„სამწუხარო რეალობამდე არის მისული ევროპული ბიუროკრატია, რაც ძალიან მძიმეა. დამაზიანებელია პირველ რიგში, მათთვის, ევროკავშირისთვის. ეს მიანიშნებს იმ რეალობაზე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ ამდენი ხნის განმავლობაში. ყოველთვის ორმაგი სტანდარტი, ყოველთვის სიცრუე, ყოველთვის ტყუილით გაჯერებული სიახლეები, ეს არის რეალობა სამწუხაროდ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, Ipsos-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში, რომლის შედეგებიც მედიაში გავრცელდა, მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის შვიდი ქვეყნის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის 10 ათასმა ამომრჩეველმა. კვლევის თანახმად, საფრანგეთში გამოკითხულთა 60% დემოკრატიის ხარისხით უკმაყოფილოა, ხოლო 19% - კმაყოფილი. აშშ-ში დემოკრატიის დონით უკმაყოფილოა 53%, ხოლო კმაყოფილია - 20%. გაერთიანებულ სამეფოში დემოკრატიის დონით უკმაყოფილოა 51%, ხოლო კმაყოფილია 26%. დასავლეთის ერთადერთი ქვეყანა, სადაც დემოკრატიის დონით კმაყოფილი ადამიანების რიცხვი უკმაყოფილოებს აჭარბებს, შვედეთია. იქ დემოკრატიით გამოკითხულთა 65%-ია კმაყოფილი, ხოლო 15% - უკმაყოფილო.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა