საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა მხარდაჭერის გასაძლიერებლად ტუტორთა გადამზადების ტრენინგები ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მენტორინგისა და ტუტორინგის ცენტრში ტრენინგების სერია გაიმართა, რომელიც სტუდენტთა მხარდაჭერის სისტემის გაძლიერებასა და ტუტორების პროფესიული უნარების განვითარებას ისახავდა მიზნად.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ტრენინგების სერიას, რომელიც 29 ოქტომბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა, კოორდინაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი უწევდა.

ტრენინგების სერიის ფარგლებში საერთო ჯამში გადამზადდა 16 ტუტორი და მომზადდა 5 ტრენერი, რომლებიც სამომავლოდ აქტიურად ჩაერთვებიან ახალი ტუტორების გადამზადების პროცესში და ამით ხელს შეუწყობენ მენტორინგისა და ტუტორინგის ახლადდაფუძნებული საუნივერსიტეტო ცენტრის მდგრად საქმიანობას.

სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისში განმარტავენ, რომ მენტორინგისა და ტუტორინგის ცენტრის მისიაა აქტიურად ისაქმიანოს სტუდენტთა კეთილდღეობის, საუნივერსიტეტო ცხოვრებაში მათი ჩართულობისა და წარმატებული ინტეგრაციის ხელშეწყობის მიმართულებით, ხოლო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს აღნიშნული ცენტრის გაძლიერებას, ხორციელდება განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში ევროკავშირის პროგრამის Erasmus+ ფარგლებში, საერთაშორისო პროექტის - PROMENT (Tutoring & Mentoring Program in Georgian and Ukrainian HEIs) მიხედვით.

„ტრენინგების სერიას უძღვებოდა „ქოუჩ აკადემიის“ დამფუძნებელი, სერტიფიცირებული ქოუჩი ეკატერინე ბაბუნაშვილი, რომელსაც ახალგაზრდების ლიდერობის, კომუნიკაციისა და თვითგანვითარების მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სწავლება მოიცავდა ინტერაქტიურ სესიებს, როლურ თამაშებსა და პრაქტიკულ დავალებებს, რაც მონაწილეებს დაეხმარა უკეთ გაეაზრებინათ ტუტორის როლი, მენტორობის პრინციპები, სტუდენტებთან ეფექტური კომუნიკაციის გზები და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში სტუდენტთა სწრაფი და ეფექტიანი ინტეგრაციის ხელშეწყობის მეთოდები,“ - აღნიშნავენ ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისში.

სტუ-ის ინფორმაციით, ახლო მომავალში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ამოქმედდება მენტორინგისა და ტუტორინგის 12 სხვადასხვა სქემა, რომელთა მეშვეობით პირველკურსელები და საერთაშორისო სტუდენტები გაცილებით მარტივად და სწრაფად შეძლებენ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ინტეგრაციას, აკადემიურ წარმატებაზე ორიენტირებას და პერსონალურ განვითარებას.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე