მიხეილ სარჯველაძემ და ირაკლი ლექვინაძემ, დაინტერესებულ პირებთან და სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ჯანდაცვის სექტორში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმდინარე პრაქტიკა და გამოწვევები განიხილეს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ, დაინტერესებულ პირებთან და სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ჯანდაცვის სექტორში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმდინარე პრაქტიკა და გამოწვევები განიხილეს.

როგორც კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პანელური დისკუსია, სახელწოდებით - „კონკურენცია და მომხმარებელთა უფლებების დაცვა ჯანდაცვის სექტორში" კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ IV საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

ირაკლი ლექვინაძის თქმით, GCCA-ი ბოლო წლებში აქტიურად მუშაობს ფარმაცევტულ და სამედიცინო სერვისების ბაზარზე.

„განვიხილეთ, ზოგადად, კონკურენციასთან და პაციენტების უფლებებთან დაკავშირებული საკითხები. ჩვენი უწყება ბოლო წლებში აქტიურად მუშაობს ფარმაცევტულ ბაზარსა და სამედიცინო სერვისების ბაზარზე, მთლიანობაში, ბაზრის შეფასებასა და რეკომენდაციებზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ფარმაცევტული ბაზრის კვლევის ფარგლებში, ჩვენს მიერ გაცემული რეკომენდაციები საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ იქნა დანერგილი, რამაც კონკრეტული და მნიშვნელოვანი შედეგები მისცა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. საუბარია მედიკამენტების მიმართულებით ფასების შემცირებაზე. ასევე არაერთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული მჭიდრო კოორდინაციის ფარგლებში ჩვენს უწყებასა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის", - განაცხადა GCCA-ის თავმჯდომარემ.

„დისკუსიის დროს, იმსჯელეს სახელმწიფო უწყებებს, ბიზნესსა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე. ყურადღება დაეთმო მომხმარებელზე ორიენტირებული, გამჭვირვალე და კონკურენტული ჯანდაცვის ეკოსისტემის შექმნის მიმართულებით საერთო ხედვის ჩამოყალიბების მნიშვნელობას.

საუბარი შეეხო სამართლიანი კონკურენციის პირობების განსაზღვრის კრიტერიუმებს, მომხმარებლის მიერ საკუთარი უფლებების დაცვას სამედიცინო და ფარმაცევტულ მომსახურებებში, გამჭვირვალობის მნიშვნელობასა და ხარისხის სტანდარტებს, ასევე იმას, თუ რა მექანიზმებით უზრუნველყოფს სახელმწიფო სამართლიან ბალანსს ბიზნესსა და მომხმარებელს შორის.

ღონისძიებას პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები, მარეგულირებელი ორგანოები, არასამთავრობო სექტორი, აკადემიური წრეები და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე