რუსტემ უმეროვი - უკრაინამ და რუსეთმა ომის ტყვეების გაცვლაზე მოლაპარაკებები გაააქტიურეს, საუბარია 1,200 უკრაინელის რუსული ტყვეობიდან გათავისუფლებაზე

უკრაინამ და რუსეთმა ომის ტყვეების გაცვლაზე მოლაპარაკებები გაააქტიურეს, საუბარია 1,200 უკრაინელის რუსული ტყვეობიდან გათავისუფლებაზე. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი სოციალურ ქსელში წერს.

“უკრაინის პრეზიდენტის დავალებით ამ დღეებში თურქეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პარტნიორების შუამდგომლობით კონსულტაციები გავმართე გაცვლების პროცესის აღდგენასა და რუსული ტყვეობიდან ჩვენი ხალხის გათავისუფლებაზე. ამ მოლაპარაკებების შედეგად მხარეები სტამბოლის შეთანხმებების გააქტიურებაზე შეთანხმდნენ. საუბარია 1,200 უკრაინელის გათავისუფლებაზე,” - წერს უმეროვი.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში ტექნიკური კონსულტაციები გაიმართება, რამაც პროცედურული და საორგანიზაციო მომენტები უნდა დაამტკიცონ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს