საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.
- ხომ სიმართლე გითხარით წინა ინტერვიუში? ისტორიას განვითარების იმანენტური ხისტი კანონები აქვს, რომლებიც ან არ ვიცით, ან არ გვახსენდება ან კიდევ პატივს არ ვცემთ მათ.
ერთ-ერთი ასეთი მრავალჯერ „ნაცადი“ კანონის თანახმად, ნებისმიერი იდეოლოგიის მქონე ოლიგარქიული რეჟიმი, როგორი რბილიც არ უნდა იყოს ის, ჩამოყალიბების დასკვნით სტადიაზე აუცილებლად იწყებს თავისი ყოფილი თანამებრძოლეების მოსპობას.
ერთ-ერთი ასეთი მრავალჯერ „ნაცადი“ კანონის თანახმად, ნებისმიერი იდეოლოგიის მქონე ოლიგარქიული რეჟიმი, როგორი რბილიც არ უნდა იყოს ის, ჩამოყალიბების დასკვნით სტადიაზე აუცილებლად იწყებს თავისი ყოფილი თანამებრძოლეების მოსპობას
ჰიტლერის მიერ შემუშავებული „გრძელი დანების ღამე“ თვითდამკვიდრებისთვის ჭირდება ყველა ოლიგარქიულ სახელისუფლებო სტრუქტურას. პოლიტიკური კარიერისტები ამ კანონზე თვალებს ხუჭავენ ხოლმე და მერე უკვირთ, როცა რეპრესიების უროს ქვეშ ექცევიან. გაიხსენონ ტროცკის, ბუხარინის, იაგოდას, ეჟოვის, ბოლოს და ბოლოს სერგო ორჯონიკიძის, მამია ორეხელაშვილის, ამბერკი კეკელიას, თუნდაც ლავრენტი ბერიას ბედი.
დღეს ჩვენ ვაკვირდებით „ქართული ოცნების“ წიაღში ახალი გავლენის ცენტრის დაარსებას, რომელიც ცდილობს ძალიან ხისტად ყველა ყოფილი ან პოტენციური კონკურენტი ჩამოიცილოს და შეაღწიოს უკლებლივ ყველა სახელისუფლებო, განსაკუთრებით ძალოვან, სტრუქტურაში. მაგრამ ამ მზის ქვეშ მუდმივი არაფერია, ყველაფერი წარმავალია, მმართველი ჯადოსნური ჯოხის ერთი მოქნევით უხისტესი რეპრესიების მსხვერპლად შეიძლება მოგვევლინოს.
დღეს ჩვენ ვაკვირდებით „ქართული ოცნების“ წიაღში ახალი გავლენის ცენტრის დაარსებას, რომელიც ცდილობს ძალიან ხისტად ყველა ყოფილი ან პოტენციური კონკურენტი ჩამოიცილოს და შეაღწიოს უკლებლივ ყველა სახელისუფლებო, განსაკუთრებით ძალოვან, სტრუქტურაში
აქ გასაოცარი მხოლოდ სრული არაპროფესიონალიზმია. თუ ასეთი ცუდი იყო ბატონი გახარია, თუ მის ქმედებებში იკვეთებოდა სახელმწიფო ღალატის ელემენტები, მაშ რატომ თქვენს მიერ ხსენებული და ჩვენთვის კარგად ცნობილი ინცინდენტების შემდეგ იგი პრემიერ მინისტრად დააწინაურეს?
მე მეჩვენება, რომ ეს პროცესები დღეს ძალაუფლებაში მყოფი ჯგუფის დასასრულის დასაწყისია.
- გასაგებია რომ ოპოზიციის მდგომარეობა და ერთიანი სამოქმედო გეგმის არქონა კრიტიკას ვერ უძლებს.
დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ „ხელისუფლება ცდილობს იმ ოპონენტებისაგან პოლიტიკური ველის მოსუფთავებას, რომლებიც მას კურსის ცვლილების გამო დაუპირისპირდნენ და მოსუფთავებულ ნიშა დაუთმოს აშკარად პრორუსულ პოლიტიკურ პარტიებს“.
ამის და იმის გამო, რომ ხელისუფლება ლამის ყოველ დღე ევროპელი პარტნიორების მიმართ ოპონირების, განქიქება-ლანძღვის რეჟიმშია, ხან ლავროვის უწყების პრიმადონა ზახაროვა გვაქებს, ხანაც რუსეთის თავდაცვის ექს-მინისტრი შოიგუ, რომელიც ამბობს რომ „საქართველოს ამგვარი პოზიცია დასაფასებელია“.
ჟენევაში ამას წინათ უშედეგოდ დასრულდა რუსულ-ქართული კონსულტაციები. ამ თემაზე რუსულმა და აფხაზურმა განცხადებებმა გვაჩვენა თუ როგორ დაუფასდა საქართველოს რუსებთან დისტანციაზე ფლირტი.
თუ „ქართულ ოცნებას“ ქართული პოლიტიკური ველის ოპონენტებისგან მოსუფთავება სურს, ამის მიზანი რა შეიძლება იყოს, ან მმართველ გუნდს, სავარაუდოდ, როგორ წარმოუდგენია საშინაო პოლიტიკაში პროცესის შემდგომი განვითარება?
- არა მგონია, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს ღამეები არ ეძინოს და „ნაცმოძრაობის“ შიშით კანკალებდეს. ჩემი აზრით, თქვენი ტერმინოლოგიის თანახმად „პოლიტიკური ველის ოპონენტებისგან მოსუფთავების“ პროექტს სუფთა პრაგმატული მიზეზები აქვს.
მოსახლეობაში „ქართული ოცნების“ მთავარი საყრდენი ძალა არის სააკაშვილის რეჟიმის მიერ რეპრესირებული, ქონებაწართმეული, ციხეში ნაწამები ასეულობით ათასი ადამიანი, რომლების „სამართლიანობის აღდგენას“, სინამდვილეში კი რევანშს და შურისძიებას აგერ უკვე 14 წელი უშედეგეოდ ელოდება. მათი მოთმინების ფიალაც ივსება და „ქართული ოცნების“ იდეოლოგებს ალბათ კარგად ესმით, რომ იმედგაცრუებული ქომაგები შეიძლება ყველაზე სასტიკ მტრებად გადაიქცნენ.
მოსახლეობაში „ქართული ოცნების“ მთავარი საყრდენი ძალა არის სააკაშვილის რეჟიმის მიერ რეპრესირებული, ქონებაწართმეული, ციხეში ნაწამები ასეულობით ათასი ადამიანი, რომლების „სამართლიანობის აღდგენას“, სინამდვილეში კი რევანშს და შურისძიებას აგერ უკვე 14 წელი უშედეგეოდ ელოდება. მათი მოთმინების ფიალაც ივსება და „ქართული ოცნების“ იდეოლოგებს ალბათ კარგად ესმით, რომ იმედგაცრუებული ქომაგები შეიძლება ყველაზე სასტიკ მტრებად გადაიქცნენ
მაგრამ „პოლიტიკური ველის მოსუფთავება“ ორმხრივად ბასრი მახვილია: პოლიტიკა ვაკუუმს ვერ იტანს, მოსუფთავებულ ადგილს უმალვე რაღაც პოლიტიკური ძალა დაისაკუთრებს და სულაც არ არის გარანტირებული, რომ ეს ძალა პრორუსული იქნება. მე უფრო ახალი პოლიტიკური აქტიორების გაჩენას ველი.
ეხლა, გთხოვთ, მოკლედ ჩვენი უახლესი ისტორიის გაკვეთილები გავაანალიზოთ. ის კი გვიჩვენებს, რომ არჩევნებს არა იდეები, არამედ ახალი ქარიზმატიული პოლიტიკური ფიგურა იგებს, სხვა საქმეა, შემდგომში როგორ ინარჩუნებს იგი ძალაუფლებას.
„პოლიტიკური ველის მოსუფთავება“ ორმხრივად ბასრი მახვილია: პოლიტიკა ვაკუუმს ვერ იტანს, მოსუფთავებულ ადგილს უმალვე რაღაც პოლიტიკური ძალა დაისაკუთრებს და სულაც არ არის გარანტირებული, რომ ეს ძალა პრორუსული იქნება. მე უფრო ახალი პოლიტიკური აქტიორების გაჩენას ველი
ანუ თავის დროზე არჩევნები არა „მრგვალმა მაგიდამ“, არამედ ზვიად გამსახურდიამ, არა „მოქალაქეთა კავშირმა“, არამედ ედუარდ შევარდნაძემ, არა „ნაცმოძრაობამ“, არამედ მიხეილ სააკაშვილმა და არა „ქართულმა ოცნებამ“, არამედ ბიძინა ივანიშვილმა მოიგეს.
სხვათა შორის, ზუსტად ამიტომ „ ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას საკმაოდ მშიდად ვუყურებ. ეს უფრო „პიარული“, ვიდრე რეალური პოლიტიკური ნაბიჯია. „ნაცმოძრაობა“ გინდ პირვანდელი, გინდ მოდიფიცირებული სახით საქართველოში არჩევნებს ვერასდროს მოიგებს. შეიძლება ვცდები, მაგრამ „ნაცმოძრაობის“ აკრძალვა ცარიელ კარში გატანილი თერთმეტმეტრიანია.
შეიძლება ვცდები, მაგრამ „ნაცმოძრაობის“ აკრძალვა ცარიელ კარში გატანილი თერთმეტმეტრიანია
- დღე არ გავა რომ პროკურატურა ბრიფინგებით მმართველი გუნდის წარმომადგენლების კორუფციულ ფაქტებზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ყოფილი მინისტრების, შემდეგ მათი მოადგილეების კორუფციაში მონაწილეობის ამბებს გვამცნობს. საქმე იქამდეა მისული მმართველი გუნდის მხარდამჭერებსაც კი უჭირთ იმის აღქმა, თუ რაც ხდება.
ზოგი ამბობს, რომ არაა გამორიცხული „ქართული ოცნება“ არჩევნებისთვის ემზადებოდესო, მაგრამ, თუ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხზე მმართველი პარტიის პოზიციას დავაკვირდებით, ამგვარ მტკიცება უსაფუძველოდ გამოიყურება.
ძნელად დასაჯერებელია, რომ სახელისუფლებო გუნდში კორუფციული ფაქტების არსებობა „ქართული ოცნების“ მიმართ დამოკიდებულებაზე უარყოფითად არ მოქმედებდეს.
თქვენ როგორ შეაფასებდით კორუფციულ ფაქტებზე პროკურატურის გახმაურებულ ფაქტებს? სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს კორუფციასთან ამგვარი კამპანიური ბრძოლის მიზეზი და მიზანი?
- ამ ბრძოლის მიზეზი და მიზანი „ქართული ოცნების“ წიაღში ერთი პოლიტიკური ელიტის მეორეთი ჩანაცვლებაა. ამაზე ხომ უკვე ვისაუბრეთ. კორუფციის მოშველიება კი პოლიტიკაში ნაცადი ხერხია.
აიღეთ თუნდ ნიკოლა სარკოზის მაგალითი. პირველადი პოლიტიკური ელიტიდან „ქართულ ოცნებას“, თუ არ ვცდები, მხოლოდ ბატონი კახი კალაძე შემორჩა. ძალიან მაინტერესებს, ის შინაგანად რას ფიქრობს ამ პროცესებზე.
- დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ „მოსახლეობის უმეტესობა არანაირად არ რეაგირებს არც დემოკრატიის შეზღუდვაზე, არც სასამართლოებში აქამდე წარმოუდგენელ უსამართლობაზე,“ არც იმაზე, რომ „საქართველო ვერ იყენებს ისტორიულ შესაძლებლობას, რაც გეოპოლიტიკური კონიუქტურის გამო შეიქმნა და ევროკავშირში გაწევრიანება რეალური გახდა“, „დიდად არც სახელისუფლებო ვერტიკალში კორუფციის ფაქტები ადარდებს“.
ქვეყნისათვის ამ საკმაოდ მტკივნეულ საკითხებზე თქვენი აზრით სავარაუდოდ, როგორ რეაგირებს საზოგადოება? მიუხედავად იმისა, რომ იგი „ქართული ოცნების“ ალტერნატივას ვერ ხედავს, ყველაფერზე ხელი აქვს ჩაქნეული თუ როგორაა?
- არაერთხელ, თუნდაც თქვენთან ინტერვიუებში, ვაფრთხილებდი ოპოზიციას, რომ არ შეექმნათ 4 ოქტომბერს ძალაუფლების შეცვლის ილუზია. ამას იმედგაცრუება და ნიჰილიზმი მოყვება, მეთქი. ბიბლიური ჭეშმარიტება არ მართლდება: მათ დათესეს, ჩვენ კი ვიმკით.
როგორი საწყენიც არ უნდა იყოს, 4 ოქტომბერს ხელისუფლებამ ოპოზიცია ჩვილი ბავშივით გააბრიყვა. ხელისუფლებაშიც სპინოზები არ სხედან, მაგრამ ოპოზიციამ სიტუაციის გაანალიზების სრული უუნარობა გამოავლინა.
როგორი საწყენიც არ უნდა იყოს, 4 ოქტომბერს ხელისუფლებამ ოპოზიცია ჩვილი ბავშივით გააბრიყვა. ხელისუფლებაშიც სპინოზები არ სხედან, მაგრამ ოპოზიციამ სიტუაციის გაანალიზების სრული უუნარობა გამოავლინა
მეჩვენება, რომ ყოველდღიური ინტერვიუების მიუხედავად, მას არ აქვს ხელისუფლების მოპოვებისა და მმართველობის არანაირი პოტენცია. ჯობია, სახლში წავიდნენ. ტყუილად ფლანგავენ ღმერთისგან ერთხელ ნაჩუქარ სიცოცხლეს.
- საინფორმაციო და სააზროვნო სივრცეში არ ცხრება მსჯელობა და კამათი არაბული კომპანი Emaar-ის $6,5-მილიარდიანი ინვესტიციის გარშემო.
ამ პროექტის აქტიური მოწინააღმდეგეები ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში საფრთხეებზე უფრო ამახვილებენ ყურადღებას და პირდაპირ ამბობენ, რომ კრწანისსა და გინიოში დაახლოებით 800 ჰექტარი მიწინ არაბული კომპანიისთვის გადაცემა წლების შემდეგ იდენტობისა და დემოგრაფიულ პრობლემებს შექმნის.
თითქოს ყველა თანხმდება, რომ არაბული კომპანია Emaar-თან გაფორმებული შეთანხმება უნდა გასაჯაროვდეს, მაგრამ, ამ მოთხოვნას ხელისუფლება არ იმჩნევს და არც იმის მოლოდინი არსებობს, რომ შეთანხმება გასაჯაროვდება.
თქვენ როგორ შეაფასებდით არაბული კომპანია Emaar-თან გაფორმებულ შეთანხმების პოლიტიკურ და ეკონომიკურ და პოლიტიკურ ასპექტებს?
- მე არ ვარ ბიზნეს ანალიტიკოსი, ამ კომპანიას საერთოდ არ ვიცნობ, ვიცი მხოლოდ არაბული ნავთობისა და გაზის მომპოვებელი, გადამამუშავებელი და გადამზიდი კომპანიები.
ნათქვამია: „სიტყვა და საქმე“. სიტყვა ჩვენთან გაიცვითა. საქმეს კი უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.
- 4 ოქტომბრის არჩევნებამდე „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში გაქვთ ნათქვამი - „ჩვენ საერთაშორისო ურთიერთობებს პროვინციალიზმის დაღი ადევს. რად ღირს, თუნდაც, მოწოდებები აშშ-ს ადმინისტრაციის მიმართ ურთიერთობების გადატვირთვის შესახებ? და იმ განცხადებებსაც, რომ თურმე აშშ-ს არა დონალდ ტრამპი, არამედ „დიფ სტეიტი“ მართავს?“
სულ ახლახან დიპლომატის დღესთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა - „გეოპოლიტიკამ დიპლომატიას არცთუ ისე დიდი სივრცე და გასაქანი მისცა, მაგრამ ბევრი რამ გვასწავლა... დღესაც გეოპოლიტიკა სწორედ დიპლომატიის დაკნინებას, დიალოგის შეზღუდვას და ძალის ენით საუბარს ლამობს".
ერთი თვის წინანდელ თქვენს შეფასებაში რაიმე ცვლილება ხომ არ არის მომხდარი იმის გათვალ;ისწინებით რომ მსოფლიოში საკმაოზე დიდი ცვლილებები ხდება, საქართველოს „ძალის ენით საუბარს“ არავინ ლამობს, მაგრამ საგარეო მინისტრი მაინც ამაზე საუბრობს?
- გამოგიტყდებით, მიამიტი ვარ, უვიცი ვარ, თქვენ ან რომელიმე თქვენმა მკითხველმა ამიხსნას, ოღონდ პროფესიულად ამიხსნას, რა არის „დიფ სტეიტი“. ეხლა სიტყვის ეთიმოლოგიას აღარ გავყვები.
ქალბატონი მაკას, როგორც პროფესიონალი დიპლომატის, სიტყვები კი ნამდვილად მაოცებს. ვერ ასხვავებს ერთმანეთისაგან პოლიტიკას და გეოპოლიტიკას, ვერ ხვდება, რომ გეოპოლიტიკა - თეორია და სტრატეგიული მიზანია, ხოლო პოლიტიკა ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი, და არა ერთადერთი, ტექნიკური საშუალებაა.
ქალბატონ მაკას, როგორც პროფესიონალი დიპლომატის, სიტყვები კი ნამდვილად მაოცებს. ვერ ასხვავებს ერთმანეთისაგან პოლიტიკას და გეოპოლიტიკას, ვერ ხვდება, რომ გეოპოლიტიკა - თეორია და სტრატეგიული მიზანია, ხოლო პოლიტიკა ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი, და არა ერთადერთი, ტექნიკური საშუალებაა
წაიკითხოს თუნდაც ზბიგნევ ბრჟეჟინსკის „დიდი საჭადრაკო დაფა“.
- 28 ნოემბრისთვის ოპოციზიური სპექტრი და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი საზოგადოება აქციისთვის ემზადება.
შარშან 29 ნოემბერს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება, რომლის თანახმადაც საქართველომ ევროკავშირთან მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე შეაჩერა. ამ განცხადების შემდეგ თბილისში საპროტესტო აქციები დაიწყო და ისინი ვხედავთ, ახლაც გრძელდება.
წინა მასალიდან თქვენი აზრი უნდა გაგახსენოთ - „2003 წლისაგან განსხვავებით, დღეს ვითარება ძირფესვიანად განსხვავებულია, ოპოზიციას უნარი არ შესწევს შესთვაზოს მოსახლეობას რაიმე სახის მეტ-ნაკლებად დამაჯერებელი ალტერნატივა.“
რა მოლოდინი გაქვთ 28 ნოემბრისათვის დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით?
- არანაირი დიდი მოლოდინი არ მაქვს. გვექნება ხალხმრავალი, მაგრამ არა კრიტიკულად ხალხმრავალი დემონსტრაცია, რომლის მართვაც ხელისუფლებამ მშვენივრად ისწავლა. სოციალურ სფეროში ხომ მეტს არაფერს აკეთებდა, დემონსტრაციებს შლიდა.
ოპოზიციამ კი, თუ სურს რეალური შედეგის მიღწევა, სტრატეგია და ტაქტიკა უნდა შეცვალოს, თუმცა ამის იოტისოდენა იმედიც არ მაქვს.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი