ალექსი ახვლედიანი თორნიკე რიჟვაძეზე - თვალის ერთი ოპერაცია გაიკეთა, მეორე ოპერაციასთან დაკავშირებით წავიდნენ გერმანიაში, საცხოვრებლად არავინ გადასულა - რა თქმა უნდა ჩამოვა, რატომ არ უნდა ჩამოვიდეს?!

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი თორნიკე რიჟვაძე გერმანიაში იმყოფება.

როგორც მან „ტვ პირველს“ უთხრა, რიჟვაძე თურქეთიდან გერმანიაში თვალის ოპერაციის გასაკეთებლადაა წასული.

„თვალის ერთი ოპერაცია ხომ გაიკეთა, მეორე ოპერაციასთან დაკავშირებით წავიდნენ გერმანიაში. საცხოვრებლად არავინ გადასულა. თვალის პრობლემა აქვს ისევ და ამიტომ წავიდა სხვა კლინიკაში გერმანიაში. მხედველობა არ დაუკარგავს, მაგრამ პრობლემები აქვს. პირველი ოპერაციის შემდეგ კვლავ ჩაუდგა სითხე, ამიტომ ესაჭიროება დამატებითი მკურნალობა. პირველი ოპერაციის შემდეგ დარწმუნებულები ვიყავით, რომ კარგად ჩაივლიდა და აღარ ჩაუდგებოდა სითხე, სამწუხაროდ, მაინც ჩაუდგა და დამატებითი მკურნალობისთვის გადავიდა გერმანიაში. რა თქმა უნდა ჩამოვა, რატომ არ უნდა ჩამოვიდეს?! რაც შეეხება ოჯახთან ერთად თავშესაფრის მოთხოვნას, მე მსგავსი არაფერი მსმენია, რატომ უნდა მოითხოვოს იმასაც ვერ ვხვდები. მანამდე ხომ იყო გერმანიაში ამ პრობლემასთან დაკავშირებით, შემდგომ აპირებდა დაბრუნებას იგივე კლინიკაში. რადგან მოხვდა თურქეთში, თურქეთშივე გაიკეთა პირველი ოპერაცია, მაგრამ გაუმეორა სითხის ჩადგომამ და არის იქით. ტელეფონი არ აქვს და არ მისაუბრია მასთან“,- განაცხადა ალექსი ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, „აჭარა თაიმსმა“ გუშინ ინფორმაცია გაავრცელა, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ოჯახის წევრებთან ერთად გერმანიაში იმყოფება.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ 7 ივლისს თვითმკვლელობა სცადა. მას გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. ოჯახის მოთხოვნით, რიჟვაძე მკურნალობისთვის თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას