შალვა პაპუაშვილი უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცედურის გამარტივებაზე - არსებული რეგულაციებით ვერანაირად ვერ მოგვიდგნენ, რომ საქართველო დასაჯონ, ამიტომ ბრიუსელი ცდილობს, რეგულაციები მოარგოს ცალკეულ ქვეყნებს

არსებული რეგულაციებით ვერანაირად ვერ მოგვიდგნენ, საქართველო რომ დასაჯონ, როგორ გავბედეთ და ბრიუსელს მოვთხოვეთ საკუთარი ფინანსების გასაჯაროება და უნდათ, რომ ამისთვის ქართველი ხალხი დასაჯონ - ბრიუსელი ცდილობს, რეგულაციები მოარგოს ცალკეულ ქვეყნებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ბრიუსელში, ევროკავშირის ზოგად საქმეთა მინისტრების შეხვედრას, სადაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცედურის გამარტივებაზე უნდა იმსჯელონ.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „მთლიანი პროცესი დასტურია იმ ღირებულებითი კრიზისისა, სადაც დღეს ბრიუსელია შესული“.

„უნდა გავიხსენოთ, საერთოდ, რა ფონზე მიდის ამ ცვლილებებზე მსჯელობა, როდესაც თან ურთავენ ხოლმე კომენტარებს, რომ როცა ამ ცვლილებებს მიიღებენ, შეიძლება საქართველოსთან დაკავშირებით იქნას გამოყენებული. ეს ადასტურებს ორ რამეს: 1. ცვლილებას იმიტომ იღებენ, რომ საქართველო უვიზო რეჟიმის პირობებს არ არღვევს. არსებული რეგულაციებით ვერანაირად ვერ მოგვიდგნენ, საქართველო რომ დასაჯონ, როგორ გავბედეთ და ბრიუსელს მოვთხოვეთ საკუთარი ფინანსების გასაჯაროება და უნდათ, რომ ამისთვის ქართველი ხალხი დასაჯონ. იმ კომენტარების ფონზე, რომ ეს ცვლილებები შესაძლოა, საქართველოს უკავშირდებოდეს, ეს უკვე დასტური და აღიარებაა, რომ საქართველო უვიზო მიმოსვლის პირობებს არ არღვევს. თავის დროზე დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით უვიზო მიმოსვლის გაუქმება საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევა იყო. 2. ეს აჩვენებს იმ ანტიდემოკრატიულ გზას, როდესაც ბრიუსელი ცდილობს, რეგულაციები მოარგოს ცალკეულ ქვეყნებს. ეს არის ზუსტად ყველაზე ნათელი მაგალითი ბრიუსელის ანტიდემოკრატიულობისა და ღირებულებითი სტაგნაციისა, როდესაც ევროკავშირის რეგულაციების მორგებას ერთ ქვეყანაზე ცდილობს. ეს მთლიანი პროცესი მხოლოდ დასტურია იმ ღირებულებითი კრიზისისა, სადაც დღეს ბრიუსელია შესული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გარდა ამისა, შალვა პაპუაშვილმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც შეეხებოდა ფაქტს, რომ ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე საქართველო არ მიიწვიეს.

პაპუაშვილის განცხადებით, „ეს ადასტურებს იმას, რომ საქართველოს და ევროკავშირს ურთიერთობაში სწორედ ბრიუსელი არის, ვინც ირჩევს კონფრონტაციის და არა დიალოგის გზას, რაც არის არაევროპული მიდგომა“.

„ეს დასტურია ამ ყველაფრისა, ისევე როგორც დასტური იყო ელჩის წერილი იმისა, რომ თავად ბრიუსელმა 2024 წლის ივნისში შეაჩერა ინტეგრაციის პროცესი და შემდეგ ჩვენ გვაბრალებდნენ თითქოს 28 ნოემბრის განცხადება იყო შეჩერება ინტეგრაციის პროცესისა; როგორ შეიძლება შეაჩერო ის, რაც უკვე შეჩერებული იყო ხუთი თვით ადრე?!

მიზეზი არის მარტივი: ქართველმა ხალხმა გაბედა და მოსთხოვა ბრიუსელს საკუთარი ფინანსების გასაჯაროება და ამას ვერ პატიობენ ქართველ ხალხს და ეუბნებიან, რომ ქართველ ხალხს არავინ ეკითხება, ბრიუსელი აქ რა თანხას დახარჯავს და რაში დახარჯავს. თუკი გაბედავს ქართველი ხალხი, რომ მოიკითხოს საკუთარ ქვეყანაში ვინ რა ფულს ხარჯავს, ამაზე ექნებათ რეაქცია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ბრიუსელში, ევროკავშირის ზოგად საქმეთა მინისტრების შეხვედრა იწყება, სადაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცედურის გამარტივებაზე უნდა იმსჯელონ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები