ტატა ხვედელიანი - მიხეილ სააკაშვილმა დანაშაული სადაც ჩაიდინა, სასჯელი იქ უნდა მოიხადოს - სააკაშვილი სასათბურე პირობებში იყო, მისი პენიტენციურ სისტემაში გადაყვანა მისასალმებელია

[მიხეილ სააკაშვილმა] დანაშაული სადაც ჩაიდინა, სასჯელი იქ უნდა მოიხადოს - ღიმილის მომგვრელია, რომ სხვა ქვეყანას დააბრალო, თურმე, ყოფილი პრეზიდენტი რძის კონტეინერში ჩასვეს და საქართველოში გამოუშვეს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, როგორ შეაფასებდა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას, რომ „მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში წაყვანა მათი დღის წესრიგის ნაწილია“.

მისი თქმით, ის, რომ მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ სისტემაში გადაიყვანეს, ეს არის მისასალმებელი.

მიხეილ სააკაშვილი სასათბურე პირობებში იყო და მის მიმართ უპრეცედენტო დამოკიდებულება იყო, რადგან ქვეყანაში უამრავი პოლიტპატიმარია და მას განსხვავებული პირობები ჰქონდა. ის, რომ მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ სისტემაში გადაიყვანეს, ეს არის მისასალმებელი. მოხდება თუ არა მისი გადაყვანა უკრაინაში და როგორ მოხდება ეს, დამოკიდებული იქნება შესაბამის უწყებაზე. სადაც მან დანაშაული ჩაიდინა, სასჯელი იქ უნდა მოიხადოს. ღიმილის მომგვრელია, რომ სხვა ქვეყანას დააბრალო, თურმე, ყოფილი პრეზიდენტი რძის კონტეინერში ჩასვეს და საქართველოში გამოუშვეს“, - განაცხადა ხვედელიანმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, სააკაშვილის საქართველოდან გადაყვანის საკითხი უკრაინის დღის წესრიგის ნაწილია, რომელზეც უკრაინა აქტიურად მუშაობს. მან საქართველოს ხელისუფლებას მიმართა, მისცენ უკრაინას საშუალება, რომ სააკაშვილი თუ უკრაინაში არა, სხვა ქვეყანაში მაინც გადაიყვანონ სამედიცინო მიზნებით.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა