დავით მათიკაშვილი უცხოეთში მცხოვრებ მოქალაქეებზე - ყველა ვალდებული იქნება ჩამობრძანდეს სამშობლოში, კარგად გათვითცნობიერდეს არსებულ პოლიტიკურ მდგენელში და აქ მისცეს ხმა

საარჩევნო მარათონისთვის ინფორმირებული არჩევანი ყველაზე მნიშვნელოვანია - ახალი წესის შესაბამისად, ყველა ვალდებული იქნება ჩამობრძანდეს სამშობლოში, კარგად გათვითცნობიერდეს არსებულ პოლიტიკურ მდგენელში და აქ მისცეს ხმა, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა, ჟურნალისტებთან ახალ „საარჩევნო კოდექსზე“ საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთი ცვლილებით, საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები, ადგილობრივი თვითმმართველობის მსგავსად, საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე შეძლებენ.

მისი თქმით, ეს მიდგომა მსოფლიოს ცალკეულ ქვეყნებში აპრობირებულია.

„ვფიქრობთ, რომ გადაწყვეტილების ინფორმირებულად განხორციელებაში მსგავსი ცვლილება ჩვენს საზოგადოებას და იმ ადამიანებს, ვინც საქართველოში არ ცხოვრობენ, ხელს შეუწყობს.

საქართველოს ყველა მოქალაქეს დაუბრკოლებლივ ექნება საშუალება ხმა მისცეს მისთვის სასურველ პოლიტიკურ ძალას. ეს საკითხი საკუთარ ქვეყანაში, საარჩევნო ურნასთან წყდება, როდესაც თითოეული მათგანი ამა თუ იმ პარტიისთვის ხმის მიცემას გადაწყვეტს. 3 დღით ადრე ჩამოვა თუ რამდენიმე თვით ადრე, ამას ნუ შევუზღუდავთ, მათ სრული შესაძლებლობა აქვთ თავის ქვეყანაში მისცენ ხმა“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

„ქართული ოცნება“ ახალ „საარჩევნო კოდექსზე“ მუშაობს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, კოდექსი სრულად გადამუშავდება, ერთ-ერთი ცვლილებებით კი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, მოქალაქეები საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შეძლებენ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში