„ანტიკრიზისული პლატფორმა“ ათდღიან კამპანიას იწყებს სახელწოდებით: „თავისუფალი მიკროფონი“

„ანტიკრიზისული პლატფორმა“ 10-დღიან ინიციატივას იწყებს სახელწოდებით - „თავისუფალი მიკროფონი“.

კერძოდ, ინიციატივის ავტორების ცნობით, 17-26 ნოემბერს, ყოველ დღე, 20:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, მოქალაქეები „საკუთარი, მძიმე გამოცდილებებიდან დაგვანახებენ საქართველოში შექმნილ ურთულეს, სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისს“.

ინიციატივის ორგანიზატორების განცხადებით, დროა, მოქალაქეების ხმა ყველაზე მკაფიოდ ისმოდეს.

„სწორედ ამიტომ, „თავისუფალი მიკროფონი“ დაეთმობა 10 თემატურ ჯგუფს: მასწავლებლებსა და ლექტორებს, სტუდენტებსა და ახალგაზრდებს, დევნილებს, ვეტერანებს, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებს, უფროს თაობას, შშმ პირებს და სახელმწიფოს დახმარებაზე დამოკიდებულ პაციენტებს, სინდისის პატიმართა ოჯახებს და აქციების დროს დაკავებულებს.

რაც უფრო მეტ ადამიანს ეძლევა სიტყვის უფლება, მით უფრო ძლიერდება საზოგადოება. დღეს და სამუდამოდ, საქართველოში ხალხის ხმა უნდა გახდეს მთავარი ღირებულება,“ - აცხადებენ პლატფორმის წარმომადგენლები.

მათივე ინფორმაციით, „ფორმატი სრულიად აპარტიულია - არ იქნება სცენა, პარტიული ლოგოები, ტრიბუნა ან პოლიტიკური გამოსვლები. იქნება უსაფრთხო, ღია სივრცე მხოლოდ მოქალაქეებისთვის, რომლებიც გვიამბობენ საკუთარ, უმძიმეს ყოველდღიურობაზე, რაც ერთობლიობაში ქმნის სახელმწიფოს კრიზისს“.

„ინიციატივის მიზანია: საზოგადოების წინაშე წარდგნენ პიროვნებები, რომელთა ხმაც სახელმწიფოს დეზინფორმაციული პოლიტიკის პირობებში, ფაქტობრივად ჩახშულია;

შეიქმნას უსაფრთხო და ღია სივრცე მოქალაქეებისთვის;

წახალისდეს თვითორგანიზება და საზოგადოებრივი სოლიდარობა;

გაძლიერდეს მოქალაქეების ხმა არჩევნების შემდგომ კრიზისულ პირობებში.

„ჩვენ აქ ვართ, რათა მოვუსმინოთ ერთმანეთს, შევძლოთ ერთად დგომა და არ დავუშვათ სიჩუმე მაშინ, როცა ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება სოლიდარობა,“ - აცხადებენ ინიციატივის ავტორები.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში