ევროკავშირის საკითხებში შვედეთის მინისტრი - საქმე არასწორი მიმართულებით მიდის - ქართველი ხალხისთვის ჩემი გზავნილი ძალიან ნათელია: თქვენ ეკუთვნით ევროპულ ოჯახს, მაგრამ მთავრობამ უნდა იმოქმედოს საჭირო რეფორმების განხორციელების კუთხით

შვედეთის პოზიცია დიდი ხანია არის ის, რომ მივესალმებით ქართველი ხალხის მისწრაფებას გაწევრიანდნენ ევროკავშირში და გახდნენ ევროპული ოჯახის წევრი, მაგრამ ჩვენ ასევე ვხედავთ საქართველოს მთავრობის მხრიდანაც, რომ არ არსებობს რეალური ამბიცია ან ინტერესი მიჰყვნენ ამ გზას, ან განახორციელონ საჭირო რეფორმები, - ამის შესახებ შვედეთის მინისტრმა ევროკავშირის საკითხებში, ჯესიკა როზენკრანციმ ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე „ევროსკოპის“ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

„პირიქით, ვხედავთ, რომ საქმე არასწორი მიმართულებით მიდის და შესაბამისად, ეს პროცესი წინ არ მიდის. ქართველი ხალხისთვის ჩემი გზავნილი ძალიან ნათელია. თქვენ ეკუთვნით ევროპულ ოჯახს, მაგრამ მთავრობამ უნდა იმოქმედოს საჭირო რეფორმების განხორციელებაზე“, - აღნიშნა მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს