ვოლოდიმირ ზელენსკი - საფრანგეთსა და უკრაინას შორის ისტორიული დოკუმენტი გაფორმდა, რომელიც უკრაინას საშუალებას აძლევს, Rafale-ის ტიპის 100 თვითმფრინავი შეიძინოს - დღეს ჭეშმარიტად ისტორიული მომენტია ორივე ერისთვის

დღეს მნიშვნელოვანი მომენტია, ჭეშმარიტად ისტორიული ორივე ერისთვის - საფრანგეთისა და უკრაინისთვის. ემანუელ მაკრონთან ერთად ხელი მოვაწერეთ დეკლარაციას უკრაინისთვის თავდაცვის აღჭურვილობის შეძენაში თანამშრომლობის განზრახვის შესახებ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ეს დოკუმენტი უკრაინას საშუალებას აძლევს, შეიძინოს სამხედრო აღჭურვილობა საფრანგეთის თავდაცვის სამრეწველო და ტექნოლოგიური ბაზიდან, მათ შორის 2035 წლისთვის Rafale F4 ტიპის 100 თვითმფრინავი უკრაინის საბრძოლო ავიაციისთვის, SAMP/T-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები, საჰაერო თავდაცვის რადარები, ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტები და საჰაერო ბომბები“, - აცხადებს ზელენსკი.

მისი ინფორმაციით, წელს ასევე დაიწყება საფრანგეთისა და უკრაინის თავდაცვის სექტორების ერთობლივი პროექტები.

„ერთობლივად ვაწარმოებთ თავდაცვით დრონებს და ვიმუშავებთ კრიტიკული ტექნოლოგიებისა და კომპონენტების შემუშავებაზე, რომლებიც შეიძლება ინტეგრირებული იყოს უკრაინულ დრონებში. ახალი თვითმფრინავები, ახალი გამაგრებები, ახალი ნაბიჯები ჩვენი არმიისა და ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად. მადლიერი ვარ საფრანგეთის, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და მთელი ფრანგი ხალხის“, - აცხადებს ზელენსკი.

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში დღეს ჩავიდა. უკრაინის პრეზიდენტმა, ფრანგ კოლეგა ემანუელ მაკრონთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც უკრაინისთვის Rafale-ის გამანადგურებლებისა და SAMP/T საჰაერო თავდაცვის სისტემის გადაცემას ითვალისწინებს.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ