ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში მარტინ ლინდსტრომმა „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

New York Times-ის რვა ბესტსელერი წიგნის ავტორმა და ბრენდინგის #1 საერთაშორისო ექსპერტმა მარტინ ლინდსტრომმა „არქის“ ახალი იდენტობის შექმნაზე იმუშავა.

ლინდსტრომი მარკეტინგისა და ბრენდინგის სფეროში მსოფლიოში წამყვანი ფიგურაა; მისი კომპანია Lindstrom Company ბრენდისა და ორგანიზაციული კულტურის ტრანსფორმაციაზე მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს. 2009 წელს TIME Magazine-მა ლინდსტრომი „მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის“ დაასახელა, ხოლო Thinkers 50-მა - მსოფლიოს ტოპ ბიზნესს მოაზროვნეთა შორის.

ბრენდის რედიზაინის ღონისძიებას „არქი გრანდ ავენიუს“ ღონისძიებების დარბაზმა უმასპინძლა.

ივენთზე მარტინ ლინდსტრომმა, საკუთარ მიმართვაში, „არქის“ ახალი იდენტობის კონცეფციასა და მის შინაარსზე ისაუბრა:

„არქი“ არის წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, სწორედ ამიტომ მისი ბრენდი იმსახურებს ისეთივე უნიკალურ მახასიათებლებს, როგორიც აქვთ წამყვან გლობალურ ბრენდებს - Uber, Lidl, Google, Lego, The Walt Disney Company, რომლებთანაც მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს. ვფიქრობ, არქის ბრენდის განვითარების ეს საფეხური დროული, გამორჩეული და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. არქის ხედვა სცდება ლოკალურ საზღვრებს - კომპანია თამამად დგამს ნაბიჯს საერთაშორისო აღიარებისკენ და აქვს ამბიცია დაიწყოს წარმატებების ახალი ერა.

ღონისძიებაზე „არქის“ დამფუძნებელმა, ილია წულაიამ, წარადგინა კომპანიის სამომავლო ხედვა და განვითარების სტრატეგია. მისი თქმით, რებრენდინგი მხოლოდ ვიზუალური განახლება არაა - ეს არის განვითარების ახალი ეტაპი, რომელზეც კომპანია გადადის.

„ჩვენი მიზანია, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ, დავნერგოთ ახალი სტანდარტები, ვიმუშაოთ საერთაშორისო დონის ექსპერტებთან და, რაც ყველაზე მთავარია, შევქმნათ საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილება. მნიშვნელოვანია, რომ ჯგუფი ერთიან სტრატეგიაზე გადადის, რაც სამ მიმართულებას მოიცავს - Property, Hospitality და Investments. ჩვენ უფრო მეტ შესაძლებლობას შევთავაზებთ როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო სეგმენტს,“- აღნიშნა ილია წულაიამ.

ეწვიეთ ბმულს.

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია