ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ლიკვიდირებული 2026 წლის 1-ელი მარტიდან იქნება, 1-ელი იანვრიდან უქმდება ბიზნესომბუდსმენის თანამდებობა და მისი აპარატი, ძალადაკარგულად ცხადდება „ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ კანონიც

ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური 2026 წლის 1-ელი მარტიდან იქნება ლიკვიდირებული. ამ ორი სამსახურის ფუნქციები და უფლებამოსილებები კი, აუდიტის სამსახურს გადაეცემა.

ამასთან, 1-ელი იანვრიდან ბიზნესომბუდსმენის და მისი მოადგილის თანამდებობები უქმდება, ლიკვიდირებული იქნება ბიზნესომბუდსმენის აპარატი. „ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ კანონი კი, ძალადაკარგულად ცხადდება.

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია და განსახილველად კომიტეტებს გადაეცა.

ცვლილებები ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, აღნიშნულ ინსტიტუტებს „გარედან თავსმოხვეული“ უწოდა.

„აღნიშნული ცვლილებები უზრუნველყოფს მმართველობის სისტემის შესაბამისობაში მოყვანას კონსტიტუციით დადგენილ ინსტიტუციურ ჩარჩოსთან, სახელმწიფო რესურსების ოპტიმიზაციას - წლიურად დაახლოებით 20 მილიონი ლარით, სტრუქტურული ფუნქციების გამარტივებას, უფრო მკაფიო პასუხისმგებლობებს და ეფექტიან მართვას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ