საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენი „რაფალები“ უკრაინის ცას დაიცავენ - ვლადიმერ პუტინის კოლონიური ომის ფონზე, საფრანგეთი უკრაინელების გვერდით დგას

დასრულდა: ჩვენი ფრანგული „რაფალები“ ახლა უკრაინის ცას დაიცავენ, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ვლადიმერ პუტინის კოლონიური ომის ფონზე, საფრანგეთი კვლავ უკრაინელების გვერდით დგას ევროპელების უსაფრთხოებისთვის“, - აცხადებს საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

შეგახსენებთ, საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა, ემანუელ მაკრონმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომელიც უკრაინას საშუალებას აძლევს, შეიძინოს სამხედრო აღჭურვილობა საფრანგეთის თავდაცვის სამრეწველო და ტექნოლოგიური ბაზიდან, მათ შორის 2035 წლისთვის Rafale F4 ტიპის 100 თვითმფრინავი უკრაინის საბრძოლო ავიაციისთვის, SAMP/T-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები, საჰაერო თავდაცვის რადარები, ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტები და საჰაერო ბომბები.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში