გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრი - „ქართული ოცნება“ ქართულ დემოკრატიას კვლავ თავს ესხმის - დიდმა ბრიტანეთმა ივანიშვილისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ სანქციები ახლავე უნდა დააწესოს

„ქართული ოცნება“ ქართულ დემოკრატიას კვლავ თავს ესხმის, - ასე ეხმაურება გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრი, ჯეიმს მაკკლირი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ერთ-ერთი ცვლილებით, საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები, ადგილობრივი თვითმმართველობის მსგავსად, საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე შეძლებენ.

„მათ მედიის თავისუფლების შეზღუდვით დაიწყეს, შემდეგ ოპოზიციური პარტიები აკრძალეს, ახლა კი თავიანთი მმართველობის გამყარების მიზნით უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს ხმის მიცემის უფლებას ართმევენ. დიდმა ბრიტანეთმა ივანიშვილისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ სანქციები ახლავე უნდა დააწესოს“, - წერს ჯეიმს მაკკლირი X-ზე.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი