მიხეილ სააკაშვილი - ასეთი მაღალინტელექტუალური კონტინგენტი საქართველოს ციხეებში 1937 წლის შემდეგ არ ყოფილა - დღეს ციხეებში ორჯერ მეტი პატიმარია, ვიდრე ჩემი პრეზიდენტობის დროს

ასეთი მაღალინტელექტუალური კონტინგენტი საქართველოს ციხეებში 1937 წლის შემდეგ არ ყოფილა, - ამის შესახებ ნათქვამია მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, დღეს პატიმრების რაოდენობა ორჯერ მეტია, ვიდრე მისი ხელისუფლების პერიოდში.

„იყო დრო, როცა პოლიტიკოსები გარედან სპეკულირებდნენ ციხეში დადგმული კადრებით, ახლა უკვე სხვა პოლიტიკოსები არიან ციხეში და აქედან იტყობინებიან სიმართლეს რეალურ მდგომარეობაზე.

ასეთი მაღალინტელექტუალური კონტინგენტი საქართველოს ციხეებში 1937 წლის შემდეგ არ ყოფილა. იმიტომაც იღებენ ხმას და აპროტესტებენ პირობებს.

ახლა ციხეში ერთად არიან მსოფლიოში სახელგანთქმული საოპერო მომღერალი და მთელს მსოფლიოში ცნობილი პოლიტიკოსი, აქვე არიან მწერლები და პოეტები, ბიზნესმენები და მომავალი პრეზიდენტები, მინისტრები, მეცნიერები ახალი თაობის სახით. იყვნენ გამოჩენილი ექიმებიც.

დავფიქრდი და მხოლოდ ასტრონავტები გვაკლია და იქნებ მივაწვდინოთ უფროსს ხმა, რომ 1 ასტრონავტი მოიტაცოს და გვერდზე მოგვისვას თორემ მოწყენილები ვართ.

უფრო სერიოზულად კი, დღეს საქართველოს ციხეებში ორჯერ მეტი პატიმარია, ვიდრე ჩემი პრეზიდენტობის დროს. ყველა საპატიმრო დაწესებულება იმ 9 წელშია აშენებული, კატასტროფული საბჭოთა ციხეების ნაცვლად და მას შემდეგ არც შეკეთებულა და არც მოდერნიზებულია",- წერს მიხეილ სააკაშვილი.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!