ევროპარლამენტარი - საქართველოში 2024 წლის არჩევნებმა აჩვენა, რომ დიასპორის ხმები დამოუკიდებელია, ახლა კი მათი გაჩუმება სურთ - ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს! რუსეთის სატელიტობა სირცხვილია

2024 წლის არჩევნებმა აჩვენა, რომ დიასპორის ხმები დამოუკიდებელია, ახლა კი მათი გაჩუმება სურთ, - ასე ეხმაურება პოლონელი ევროპარლამენტარი, კშიშტოფ ბრეიზა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, მოქალაქეები საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შეძლებენ.

„ქართული ოცნების“ პარლამენტის თვითგამოცხადებულმა თავმჯდომარემ გეგმა გამოაცხადა, რომლის მიზანს უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის უფლების შეზღუდვა წარმოადგენს. ეს ნაბიჯი მიზანში იღებს ოპოზიციურ ამომრჩევლებს, ძირს უთხრის დემოკრატიას და პრორუსული ავტორიტარული ტაქტიკის მსგავსია. 2024 წლის არჩევნებმა აჩვენა, რომ დიასპორის ხმები დამოუკიდებელია, ახლა კი მათი გაჩუმება სურთ. ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს! რუსეთის სატელიტობა სირცხვილია“, - წერს კშიშტოფ ბრეიზა X-ზე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს