ირაკლი კობახიძე - ანტიკორუფციული ფუნქციები მომავალშიც გადანაწილებული იქნება სხვადასხვა უწყებაზე, ეს არის  - სუს-ი, პროკურატურა, აუდიტის სამსახური, მთავრობა თავისი სტრუქტურებით

ანტიკორუფციული ფუნქციები მომავალშიც გადანაწილებული იქნება სხვადასხვა უწყებაზე, ეს არის - სუსი, პროკურატურა, აუდიტის სამსახური, საქართველოს მთავრობა თავისი სტრუქტურებით და ასე იქნება უფრო სწორად მართული ის პროცესები, რომლებიც უკავშირდება კორუფციასთან ბრძოლას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, თავის დროზე იყო მოთხოვნა, ანტიკორუფციული ფუნქციების თავმოყრა მომხდარიყო ერთ ხელში, „რაც თავისთავად აბსურდული მოთხოვნა იყო”, ვინაიდან ქვეყანაში არსებული კონსტიტუციური სისტემის თანახმად, ანტიკორუფციული ფუნქციები გადანაწილებულია რამდენიმე კონსტიტუციურ ორგანოზე.

„ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავისი ანტიკორუფციული დეპარტამენტით, საქართველოს პროკურატურა, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც არის კონსტიტუციური ორგანო, საქართველოს მთავრობა თავისი სამთავრობო უწყებებით. რეალურად, ჩვენი კონსტიტუციური წესრიგის თანახმად, აბსოლუტურად ლოგიკურად არის გადანაწილებული ეს ფუნქციები. ასეთ პირობებში, ერთ სუბიექტში ამის თავმოყრა იყო თავისთავად უკვე აბსურდი. რადგან ეს მოთხოვნა იყო, შეიქმნა ერთი კონკრეტული სააგენტო, ანტიკორუფციული ბიურო, სადაც მოხდა რაღაც ფრაგმენტების თავმოყრა - ეს არის საჯარო მოხელეთა დეკლარაციები, ამას დაემატა პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები. ეს იყო არსებითად ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქციები. შემდეგ ამას მოჰყვა მთელი ქილიკი. იგივე ადამიანები, ვინც ახლა ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ, აქილიკებდნენ ანტიკორუფციულ ბიუროს, რომ შეიქმნა ასეთი უწყება ასეთი სათაურით, ანტიკორუფციული ჰქვია და რეალურად დღემდე კორუფციის არცერთი ფაქტი არ გამოუვლენია. როგორ უნდა გამოევლინა, როცა ეს სამი ძალიან ლოკალური ფუნქცია ჰქონდა ამ სამსახურს. რეალურად ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური სისტემა, ანტიკორუფციული ფუნქციები მომავალშიც გადანაწილებული იქნება სხვადასხვა უწყებაზე. ეს არის - სუსი, პროკურატურა, აუდიტის სამსახური, საქართველოს მთავრობა თავისი სტრუქტურებით და ასე იქნება უფრო სწორად მართული ის პროცესები, რომლებიც უკავშირდება კორუფციასთან ბრძოლას. ამ 3-4 თვის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ზუსტად ამ უწყებების მიერ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით და ზუსტად იგივე უწყებები გააგრძელებენ ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს