„ძლიერი საქართველო-ლელო“ - ირაკლი კობახიძე არაბიზაციის ბუნდოვან პროექტს დღეს ანაკლიის პორტის პროექტს ადარებს, რაც სრულიად კომიკურია!

ირაკლი კობახიძე არაბიზაციის ბუნდოვან პროექტს დღეს ანაკლიის პორტის პროექტს ადარებს, რაც სრულიად კომიკურია! - ამის შესახებ ნათქვამია „ძლიერი საქართველო-ლელოს" განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შეუძლებელია ერთმანეთს შეადარო ანაკლიის პროექტი, რომელიც აბსოლუტურ თანხვედრაშია ქართულ ეროვნულ, გეოპოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო ინტერესებთან და მეორე მხრივ კერძო დეველოპერთან გაფორმებული პროექტი, რომელიც სერიოზულ კითხვებს და რისკებს აჩენს ამავე ეროვნულ ინტერესებთან მიმართებით, მათ შორის ეკონომიკის, დემოგრაფიის და უსაფრთხოების თვალსაზრისით.

"ანაკლიის შემთხვევაში ყველა ინვესტიცია რომელიც შემოდიოდა, მტკიცდებოდა ეკონომიკის სამინისტროს მიერ. შესაბამისად, ცნობილი იყო ყველა დეტალი, მათ შორის დამფუძნებელიც, ინვესტიციაც და პროექტის სტრატეგიული მნიშვნელობა ქართული ეროვნული ინტერესისთვის.

არაბული პროექტის შემთხვევაში რა არის ცნობილი?- არაფერი! კონტრაქტი გასაიდუმლოებულია და არცერთ კრიტიკულ კითხვაზე საზოგადოებას არ აქვს პასუხი.

ასევე, ანაკლიის კონტრაქტი კონსორციუმმა ღია საერთაშორისო ტენდერის შედეგად მოიგო 12 მონაწილეს შორის. რა ტენდერში გაიმარჯვეს არაბებმა? - არანაირში!

ანაკლიის ტენდერის პირობები ცნობილი იყო საზოგადოებისთვის. არაბულ მხარესთან დადებული კონტრაქტიდან რა არის ცნობილი? - არაფერი!

ანაკლიის კონსორციუმთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, საბოლოოდ, ანაკლიის პორტის 100-ვე % გადაეცემოდა ქართველ ხალხს და სახელმწიფოს სრულ მფლობელობაში იქნებოდა!

არაბული პროექტის შემთხვევაში წინასწარ გაცხადებულია, რომ მიწა და მასზე აშენებული უძრავი ქონების მინიმუმ 60% უცხოელებზე, მათ შორის არაბებზე გასხვისდება.

ყველაფერთან ერთად, ეს კონტრაქტი ქართული მხარისთვის კომერციულადაც არამომგებიანია!

ისმის ორი კითხვა: ⁠

1. რატომ უმალავს ე.წ. მთავრობა ქართველ ხალხს კონტრაქტის დეტალებს, რომელიც 9 მილიონ კვ.მ ქართულ მიწას, დემოგრაფიას, ეკოლოგიას და ჩვენი ქალაქებისა და ქვეყნის მომავალს ეხება?!

⁠2. ქართულ ბანკებში ჩაირიცხა თუ არა არაბული 67%-იანი წილის შესაბამისი 1.2 მილიარდი, 600 მილიონის ღირებულების ქართული ინვესტიციის საპირწონედ?

კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს!

პ.ს. ასე რომ დაეცვათ ამერიკული ინვესტიცია, როგორც არაბულს იცავენ, ანაკლიაში დღეს პორტიც გვექნებოდა, ქალაქი ანაკლიაც და უსაფრთხოების გარანტიაც!" - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „იგლ ჰილსთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებაზე არის სპეკულაციები, რადგან საქმეში ჩახედულმა ადამიანებმა კარგად იციან, რომ ასეთი ტიპის კომერციული ხელშეკრულებები კომერციული საიდუმლოების სტატუსით გრიფირებას ექვემდებარება.

„ეს თემა პირველად წამოწია, როგორც მახსოვს პარტია „ლელომ“ და მისმა ლიდერმა. მთელი ცინიზმი ამ ყველაფერში მდგომარეობს რაში, რომ მას თავად ჰქონდა გაფორმებული ხელისუფლებასთან, სახელმწიფოსთან ხელშეკრულება, საქმე ეხება ანაკლიის კონსორციუმისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელიც ზუსტად იგივე წესით იყო გასაიდუმლოებული. ახლა ეს ადამიანი, რომელმაც ყველაფერი იცის, რა წესით, კანონმდებლობის დაცვით, როგორ ხდება ასეთი ტიპის ხელშეკრულებისთვის საიდუმლოების სტატუსის მინიჭება, სპეკულირებს", - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს