გიორგი ქობულია - ჩემი მინისტრობის დროს რასაც ჰქვია კორუფციული გარიგების ფაქტი, არ მქონდა, მხოლოდ ირიბი ფაქტები მქონდა, მაგალითად, ელექტროენერგიის შესყიდვა აზერბაიჯანიდან შუამავლის გავლით - რა საჭიროა შუამავალი?! მგონი, დღესაც ასე ხდება

ჩემი მინისტრობის დროს, რასაც ჰქვია კორუფციული გარიგების ფაქტი, არ მქონდა. მე მხოლოდ მქონდა ირიბი ფაქტები, - ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

გიორგი ქობულიამ კორუფციული გარიგების ირიბ მაგალითად მოიყვანა ელექტროენერგიის შესყიდვა აზერბაიჯანიდან საქართველოში შუამავლის გავლით, რა დროსაც შუამავალი საჭირო არ იყო.

„ჯერ კიდევ 3 წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუში თქვა, რომ კორუფციული რისკები ძალიან გაიზარდა. ეს, ალბათ ტყუილი არ იყო. ეტყობა, ისეთ მასშტაბებში გავიდა, ის კაციც კი შეწუხდა. არ არის გასაკვირი, რომ გაიზარდა. რომ გითხრათ, რომ ჩემი მინისტრობის დროს მე რეალურად რაღაც კონკრეტული ფაქტებში ჩამახედა ვიღაცამ, რასაც ჰქვია კორუფციული გარიგების ფაქტი, არ მქონდა. მე არ მქონია, მე მხოლოდ მქონდა ირიბი ფაქტები. მაგალითად, არის გახმაურებული შემთხვევა - ელექტროენერგიის შესყიდვა აზერბაიჯანიდან საქართველოში შუამავლის გავლით. როდესაც ერთი ქვეყანა მეორიდან ყიდულობს, შუამავალი საჭირო არ არის. რა საჭიროა შუამავალი?! [შუამავალი] რაღაც ფულს შოულობს. არ მინდა ჭორაობა გამომივიდეს, მაგრამ მგონი, დღესაც ასე ხდება, რუსეთიდანაც ასე ხდება“, - აღნიშნა ქობულიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე