თინა ბოკუჩავა - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში, „ევროპის სახალხო პარტიამ“ რეზოლუცია მიიღო - დოკუმენტში საუბარია ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ავტორიტარულ ნაბიჯებზე და პოლიტიკურ რეპრესიებზე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღეს.

როგორც მან განაცხადა, „რეზოლუციაში საუბარია ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ავტორიტარულ ნაბიჯებზე, რომელიც აღწერს იმ პოლიტიკურ რეპრესიებს, რომელსაც ადგილი აქვს ქვეყანაში“.

„სულ რამდენიმე წუთის წინ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში, ევროპის სახალხო პარტიამ და თანამოაზრე პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელიც ყველაზე დიდი და გავლენიანი პოლიტიკური ჯგუფია, მიიღო საგანგებო რეზოლუცია საქართველოზე. რეზოლუციაში საუბარია ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ავტორიტარულ ნაბიჯებზე, რომელიც აღწერს იმ პოლიტიკურ რეპრესიებს, რომელსაც ადგილი აქვს ქვეყანაში. ასევე მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტის გამოყენებისკენ, მათ შორის იმგვარი კონკრეტული ინსტრუმენტების, რომელიც ივანიშვილის რეჟიმს, მის რეპრესიულ მანქანას ფინანსურად შეზღუდავს და დააწესებს კონკრეტულ შეზღუდვებს იმისთვის, რომ საქართველოში დიქტატურის კონსოლიდაციისთვის კორუფციული ფულის გამოყენება არ ხდებოდეს“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს