„პროკრედიტმა“ რეგიონული ციფრული პლატფორმა – „პროქონექთი“ წარადგინა

„პროკრედიტ ბანკმა“ პარტნიორ ბიზნესებს ახალი რეგიონული ციფრული პლატფორმა - პროქონექთი წარუდგინა. ბიზნეს შეხვედრა ტელეგრაფში გაიმართა და მას ბანკის 100 მდე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი ესწრებოდა.

„პროქონექთი“ პროკრედიტ ჯგუფის ინოვაციური ბიზნეს ჰაბია. პლატფორმა პროკრედიტ ჯგუფის 12 ქვეყანაში მოქმედ კომპანიებს ერთ სივრცეში აერთიანებს და მათ ახალი ბიზნესკავშირების დამყარებაში, საჭირო კონტაქტების მოძიებასა და მუდმივი შესაძლებლობების აღმოჩენაში ეხმარება.

ღონისძიება ბანკის გენერალურმა დირექტორმა ალექს მატუამ გახსნა და სტუმრებს პლატფორმის შექმნის იდეა, უპირატესობები და მიზნები გააცნო.

აღსანიშნავია, რომ პროქონექთის პლატფორმის შექმნის წინაპირობა, გასულ წელს ბოსნია-ჰერცეგოვინაში ჩატარებული ბიზნეს შეხვედრა იყო, რომელმაც 12 ქვეყნის კომპანიებს შორის ახალი პარტნიორული კავშირების დამყარებას შეუწყო ხელი.

პანელური დისკუსიის ფარგლებში კომპანიებმა ბოსნია-ჰერცეგოვინაში მიღებული გამოცდილება გააზიარეს, განიხილეს ექსპორტ-იმპორტის ტენდენციები და პროქონექთის პლატფორმის მნიშვნელობა საერთაშორისო პარტნიორობების გაძლიერებისთვის.

ღონისძიების მეორე ნაწილი არაფორმალურ გარემოში გაგრძელდა და სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ადგილზევე დარეგისტრირებულიყვნენ პროქონექთის პლატფორმაზე.

პროქონექთი ექსკლუზიურად მხოლოდ პროკრედიტ ბანკის პარტნიორი ბიზნესებისთვისაა ხელმისაწვდომი და ამ დროისათვის პლატფორმაზე უკვე 900-ზე მეტი კომპანიაა რეგისტრირებული ჯგუფის მასშტაბით შემდეგი ქვეყნებიდან: გერმანია, უკრაინა, ბულგარეთი, რუმინეთი, მოლდოვა, ბოსნია და ჰერცეგოვინა, სერბეთი, საქართველო, ეკვადორი, კოსოვო, ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია.

პლატფორმის გამოყენებისთვის საჭიროა მარტივი რეგისტრაცია, რომელიც სულ რამდენიმე წუთს მოითხოვს. ბანკის მიერ კომპანიის მონაცემების დადასტურების შემდეგ, მომხმარებელი სრულ წვდომას იღებს პლატფორმაზე და იწყებს საერთაშორისო ბიზნეს ქსელის გაფართოებას.

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია