ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო - თბილისიდან წამოსული შემრიგებლური ტონის მიუხედავად, კვლავ აღვნიშნავთ დესტრუქციული ტერმინოლოგიის გამოყენებას - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რეალისტურად აღიქვას შექმნილი რეალობა

ბოლო წლების განმავლობაში სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მიდგომა და რიტორიკა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, - ასე ეხმაურება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს.

„თბილისიდან წამოსული გარკვეულწილად შემრიგებლური ტონის მიუხედავად, ჩვენ კვლავ აღვნიშნავთ გამსახურდიასა და სააკაშვილის დროინდელი დესტრუქციული ტერმინოლოგიისა და სუბიექტური მოსაზრებების გამოყენებას, მათ შორის ბრალდებებს „რუსული ოკუპაციის“ შესახებ და ა.შ. “, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, „შექმნილი სიტუაცია საქართველოში მწვავე შიდა პოლიტიკური ბრძოლის გამოხატულებას წარმოადგენს“ და ე.წ. საგარეო უწყება „რწმენას გამოთქვამს, რომ საქართველოს მიერ არსებული გეოპოლიტიკური სტატუს-კვოს მიღება რეგიონში სტაბილურობასა და მშვიდობიან განვითარებას ხელს შეუწყობს“.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ რეალობად აღიქვას 2008 წლის აგვისტოს შემდეგ შექმნილი პოლიტიკური რეალობა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე