გიორგი შარაშიძე „იგლ ჰილსზე“ - ვერ ვხვდები, რა აქვს „ოცნებას“ დასამალი?! წილობრივი მონაწილეობის პროცენტი დაასახელა, ინვესტიციების მოცულობა ვიცით - რადგან ამის გარდა საიდუმლოდ მაინც ტოვებენ, ე.ი. იქ არის პუნქტები, რომლის გასაჯაროებაც არ აწყობთ

ვერ ვხვდები, რა აქვს „ოცნებას“ დასამალი?! წილობრივი მონაწილეობის პროცენტი დაასახელა, ინვესტიციების მოცულობა ვიცით - რადგან ამ ყველაფრის გარდა საიდუმლოდ მაინც ტოვებენ, ე.ი. იქ არის ისეთი პუნქტები, რომლის გასაჯაროება „ოცნებას“ არ აწყობს,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ არაბული საინვესტიციო ჯგუფის - „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

შარაშიძის თქმით, „ქართული მიწა კომერციული საიდუმლოება ვერ იქნება“.

„ხელშეკრულების გასაჯაროებას იმის გამო მოვითხოვთ, რომ ქართველ ხალხს სამართლიანი კითხვები და ღელვა აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. საქმე ეხება ქართულ მიწას. ეს ხომ არ არის კომერციულ ორგანიზაციებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება. ეს არის სახელმწიფოსა და კომერციულ ორგანიზაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულება. ვერ ვხვდები, რა აქვს „ოცნებას“ დასამალი?! წილობრივი მონაწილეობის პროცენტი დაასახელა, ინვესტიციების მოცულობა ვიცით. რადგან ამ ყველაფრის გარდა საიდუმლოდ მაინც ტოვებენ, ე.ი. იქ არის ისეთი პუნქტები, რომლის გასაჯაროება „ოცნებას“ არ აწყობს.

ჩვენი კონკრეტული კითხვა ეხება ქართული მიწის გასხვისების პირობას. „ოცნება“ ამას ხსნის, რომ თითქოს ეს არ არის გასხვისება, იმიტომ, რომ თურმე, 33% გვაქვს, მაგრამ მგონი, ყველა კარგად ხვდება, რომ ეს არის მინიმალური წილი და გადაწყვეტილების მიმღები, ამ შემთხვევაში, არ არის ქართული მხარე. ამიტომ, ყველა ის რისკი, რაც დაკავშირებულია იმ კაპიტალთან, რაც არის ქართული მიწა, უნდა იყოს დაზღვეული. მთავარი კითხვები ამასთან დაკავშირებით არის? როგორ ხდება ამ რისკის გადაზღვევა. ერთ-ერთი კითხვაა, თუ არაბულმა მხარემ არ დაიცვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები, თუ ეს პროცესი დროში გაჭიანურდა, ამ შემთხვევაში რა არის ის ინსტრუმენტები, რის საფუძველზეც მეორე მხარე, „იგლ ჰილსი“ აანაზღაურებს საქართველოს ზარალს და ა.შ.? ციფრები, რასაც კობახიძე ასახელებს, საერთაშორისო პრაქტიკასთან შედარებით, გაცილებით გაზვიადებული ციფრებია, გნებავთ პოტენციურად დასაქმებული ადამიანების რაოდენობით. გნებავთ, დაგეგმილი მოგების რაოდენობით, ვიდრე სხვა ანალოგიურ პროექტებში ყოფილა. უკვე გაგზავნილი გვაქვს მოთხოვნა ხელშეკრულების გადმოცემაზე საპარლამენტო მანდატის ფარგლებში“,- განაცხადა შარაშიძემ.

კითხვაზე, აპირებს თუ არა პარტია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მოწვევას ინტერპელაციის წესით, შარაშიძემ აღნიშნა - „კონკრეტულად, როგორ ვიმოქმედებთ ამას გადავწყვეტთ, რომელ ინსტრუმენტს უფრო ეფექტურად ჩავთვლით“.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს