გიორგი ბაჩიაშვილი „მტკვარი ჰესის“ მშენებლობის საქმეზე - თავს დამნაშავედ არ ვთვლი - მე ვიქნები საქართველოში და შეიძლება მსოფლიო ისტორიაში პირველი, რომელიც გვირაბში მანქანის გაჭედვის გამო მიეცა პასუხისგებაში

თავს დამნაშავედ არ ვთვლი. მე ვიქნები საქართველოში და შეიძლება მსოფლიო ისტორიაში პირველი, რომელიც გვირაბში მანქანის გაჭედვის გამო მიეცა პასუხისგებაში, - ამის შესახებ „მტკვარი ჰესის“ მშენებლობის საქმეზე ბრალდებულმა, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

აღნიშნულ საქმეზე დღეს არსებითი განხილვა დაიწყო, სადაც მხარეები შესავალი სიტყვით წარსდგნენ.

დაცვის მხარის, ადვოკატ ლევან მახარაშვილის განმარტებით, „მტკვარი ჰესის“ მშენებლობა წლების წინ უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვერ დასრულდა და გახანგრძლივდა ობიექტური მიზეზების გამო - ეს იყო „კოვიდ“ პანდემია და მეწყრული პროცესები, რის გამოც გვირაბში საბურღი მანქანა გაიჭედა“.

თავად გიორგი ბაჩიაშვილის განმარტებით, კი მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას დანაშაულთან არანაირი კავშირი არ აქვს და პროექტის გახანგრძლივება გამოიწვია მეწყრულმა პროცესებმა. მისივე თქმით, „მტკვარი ჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით საინჟინრო ზედამხედველობა ხორციელდებოდა გარე კომპანიის მიერ და ყველა მოქმედება, ყველა ნახაზი, გეოლოგიური დასკვნა განხილული იყო ზედამხედველის მიერ.

„ბრალდება არ შეესაბამება დანაშაულს, რასაც მედავებიან. თავს დამნაშავედ არ ვთვლი. მე ვიქნები საქართველოში და შეიძლება მსოფლიო ისტორიაში პირველი, რომელიც გვირაბში მანქანის გაჭედვის გამო მიეცა პასუხისგებაში“, - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილს „მტკვარი ჰესის“ საქმეზე ბრალდება საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, გიორგი ბაჩიაშვილი მსჯავრდებულია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაშია. მას ამ საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ბაჩიაშვილი მსჯავრდებულია კიდევ ერთ საქმეზე, რომელიც სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს. მას სასჯელის სახით 4 წლითა და 6 თვის ვადით აქვს თავისუფლების აღკვეთა მისჯილი.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო