სალომე ზურაბიშვილი - ვინც არ უნდა იყოს ხვალ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, დარწმუნებული ვარ, მზიას მიენიჭება ბრწყინვალების ორდენი - მადლობა მზია, მაგალითად რომ მოგვევლინეთ!

„იწყება მზიას სასამართლო … რეჟიმის სადისტური მიდრეკილება იმაშიც გამოიხატება, რომ არჩეულ იქნა მცირე დარბაზი და „ამოღებული სკამები“. ვინც არ უნდა იყოს ხვალ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, დარწმუნებული ვარ, მზიას მიენიჭება ბრწყინვალების ორდენი,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომელიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვას ესწრება.

როგორც სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, ბევრი საერთაშორისო ჯილდო მიიღო მზია ამაღლობელმა, თუმცა მთავარი მიანიჭა საკუთარ საზოგადოებამ სამშობლოს სიყვარულისთვის.

“იწყება მზიას სასამართლო … რეჟიმის სადისტური მიდრეკილება იმაშიც გამოიხატება, რომ არჩეულ იქნა მცირე დარბაზი და „ამოღებული სკამები“. 28-ზე მეტი ოჯახის წევრი და მხარდამჭერი ვერ უნდა ამხნევებდეს ადამიანს, რომელსაც საქართველო და მსოფლიო აღიარებს ღირსეულ პიროვნებად, პროფესიონალ ჟურნალისტად და თავისუფლებისთვის შეუპოვარ მებრძოლად.

ბევრი საერთაშორისო ჯილდო მიიღო მზიამ, თუმცა მთავარი მიანიჭა საკუთარ საზოგადოებამ სამშობლოს სიყვარულისთვის!

ვინც არ უნდა იყოს ხვალ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, დარწმუნებული ვარ, მზიას ბრწყინვალების ორდენი მიენიჭება!

მადლობა მზია მაგალითად რომ მოგვევლინეთ და თქვენს მაგალითზე ვრწმუნდებით, რომ საქართველოში ღირსებას, განათლებას და ჭეშმარიტ პატრიოტიზმს მომავალი გააჩნია. ესე იგი საქართველო გადარჩება“, - წერს ზურაბიშვილი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება