იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მენეჯმენტის დეპარტამენტი უქმდება - ასევე, ახალი სტრუქტურული ერთეული შეიქმნება, რომელიც მოსამართლეთა შორის საქმეთა განაწილების ელექტრონული პროგრამის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მენეჯმენტის დეპარტამენტი უქმდება. ამასთან, საბჭოს აპარატში ახალი სტრუქტურული ერთეული შეიქმნება, რომელიც საერთო სასამართლოებში მოსამართლეთა შორის საქმეთა განაწილების ელექტრონული პროგრამის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.

პარლამენტში განსახილველად წარდგენილი „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მენეჯმენტის დეპარტამენტი 2025 წლის 31 დეკემბრიდან გაუქმდება. ამავე პროექტით, დეპარტამენტის თავმჯდომარე, მისი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, ახალი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაინიშნება.

მენეჯმენტის დეპარტამენტის თანამშრომლებს, სურვილის შემთხვევაში, ახალ სტრუქტურულ ერთეულში დანიშვნის შესაძლებლობა ექნებათ, ხოლო მობილობის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მიეცემათ კომპენსაცია სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებმა მოამზადეს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს