რუსებმა ხარკოვს დრონებით შეუტიეს, დაშავებულია 30-ზე მეტი ადამიანი

რუსებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს, რის შედეგადაც ქალაქში ხანძარი გაჩნდა და შენობები და ავტომობილების დაზიანდა, არიან დაშავებულები, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, მტერმა სლობიდსკის, ოსნოვიანსკის და ნემიშლიანსკის რაიონებზე თავდასხმისთვის „გერან-2“ ტიპის 19 უპილოტო საფრენი აპარატი გაგზავნა.

თავდასხმის შედეგად დაშავდა 32 ადამიანი, მათ შორის 9 და 13 წლის ბავშვები.

„დაზიანდა სულ მცირე 10 სამოქალაქო ავტომობილი, ასევე ახლომდებარე საცხოვრებელი შენობა. ხანძარი გაუჩნდა ავტოფარეხებს და საოფისე შენობის სახურავს. მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა სუპერმარკეტსაც“, - აღნიშნა სინეგუბოვმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს