ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო - ისრაელის საჰაერო დარტყმებს 13 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის მიერ სამხრეთ ლიბანში, პალესტინელი ლტოლვილების ბანაკთან განხორციელებული დარტყმის შედეგად, სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა, - BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

ისრაელის თავდაცვის ძალების მტკიცებით, მათი სამიზნე დაჯგუფება „ჰამასის“ წევრები იყვნენ, რომლებიც ეინ ელ-ჰილვეჰის რაიონში მდებარე საწვრთნელ ბაზაზე მოქმედებდნენ.

ისრაელის არმიაშია აცხადებენ, რომ ეს ადგილი „ჰამასმა“ ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმების დასაგეგმად და განსახორციელებლად გამოიყენა.

„ჰამასმა“ თავდასხმა დაგმო და განაცხადა, რომ მას ლიბანში პალესტინელთა ბანაკებში სამხედრო ობიექტები არ გააჩნია.

ისრაელსა და “ჰეზბოლას” შორის კონფლიქტი მას შემდეგ გამწვავდა, რაც ლიბანურმა დაჯგუფებამ 2023 წლის 8 ოქტომბერს ისრაელის პოზიციებს რაკეტებით შეუტია. „ჰეზბოლამ“ განაცხადა, რომ სოლიდარობას გამოხატავდა ღაზაში მცხოვრები პალესტინელების მიმართ. 2024 წლის ნოემბერში მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა ისრაელი ლიბანში საჰაერო დარტყმებს დროდადრო ახორციელებს და აცხადებს, რომ მისი სამინზე „ჰეზბოლა“ და „ჰამასია“.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება