სამოქალაქო აქტივისტმა ისაკო დევიძემ პარლამენტთან შიმშილობა დაიწყო

საკანონმდებლო ორგანოსთან მოშიმშილეთა რაოდენობა გაიზარდა - შიმშილობა დაიწყო სამოქალაქო აქტივისტმა, ისაკო დევიძემ.

ჯამში, ამ დროისთვის, პროტესტის უკიდურეს ფორმას 9 პირი მიმართავს.

“უკვე 22 დღეზე მეტია, რაც რუსთაველზე უწყვეტი აქციის მონაწილეები შიმშილობენ. მივიღე გადაწყვეტილება, სოლიდარობის ნიშნად შევუერთდე მათ პროტესტს და დავიწყო შიმშილობა!

თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”,- წერს ისაკო დევიძე „ფეისბუქზე“.

ცნობისთვის, გედევან ფოფხაძემ პროტესტის უკიდურეს ფორმას 28 ოქტომბერს მიმართა და შიმშილობა დაიწყო. ოპოზიციონერ ლიდერთან ერთად შიმშილობა გამოაცხადეს დარეჯან ცხვიტარიამ და კიდევ რამდენიმე აქტივისტმა. მათი მოთხოვნაა, „გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები“.

რაც შეეხება ისაკო დევიძეს, პარლამენტთან საპროტესტო აქციის დროს დაკავებული ისაკო დევიძე სასამართლომ 25 სექტემბერს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ზვიად ცეკვავას გადაწყვეტილებით, დევიძეს 20 - დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

სამოქალაქო აქტივისტი 24 სექტემბერს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება
GEMS School Management საქართველოში შემოდის - Omnia Isani-ში საერთაშორისო სკოლა გაიხსნება