სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი საქართველოშია

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ვაჰაგნ ხაჩატურიანი ეწვია.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძე დახვდნენ.

მაკა ბოჭორიშვილმა ვაჰაგნ ხაჩატურიანს მადლობა გადაუხადა საქართველოში ჩამობრძანებისთვის და ნაყოფიერი ვიზიტის განხორციელება უსურვა.

სომეხ კოლეგას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მასპინძლობს. ვიზიტის ფარგლებში, ვაჰაგნ ხაჩატურიანი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილს.

სომხეთის პრეზიდენტი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს. ეს არის ვაჰაგნ ხაჩატურიანის მეორე ოფიციალური ვიზიტი საქართველოში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა