კახა კალაძე ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს - გული არ გაიტეხოთ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს გიჭერთ, გვერდში გიდგავართ მაშინაც კი, როცა წარუმატებლობაა - თავი მაღლა ავწიოთ და მოვემზადოთ შემდეგი ციკლისთვის

სახელმწიფოც და გულშემატკივარიც გვერდით დაგიდგებით, რომ იყოთ წარმატებულები, რადგან თქვენი გამარჯვება ჩვენი ქვეყნის წარმატებაა, - ასე მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს.

მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრების ბოლო წარუმატებელი მატჩები ყველასთვის გულდასაწყვეტია, მაგრამ მთავარი სწორი ანალიზის გაკეთებაა.

„ფეხბურთი არის სპორტი, რომელიც ყველაზე მეტად უყვართ ჩვენს ქვეყანაში. ზოგადად, მსოფლიოში სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა. რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს ჩვენს ბიჭებს. ეს ის თაობაა, რომელმაც ფეხბურთის სიყვარული განსხვავებულ ნიშნულზე აიყვანა. გვქონდა კარგი თამაშები, ისტორიაში პირველად მოვხვდით ევროპის ჩემპიონატზე. მარცხი ყოველთვის დასანანია. ფეხბურთში, როგორც იტყვიან, მოგება და წაგება ძმები არიან. წინასწარ რთულია ისაუბრო იმაზე, რომ ყველა თამაშს მოიგებ. ხდება წარუმატებლობაც.

მინდა, ჩვენს ბიჭებს მივმართო, გული არ გაიტეხოთ. მთავარია, სწორი ანალიზი გაკეთდეს, რა იყო მიზეზი ამ წარუმატებლობისა. შეუძლებელია, ყოველთვის კარგად ითამაშო. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს გიჭერთ, გვერდში გიდგავართ მაშინაც კი, როცა წარუმატებლობაა. რას ვიზამთ, სპორტია. ყველას გვაქვს სურვილი, რომ ნაკრებმა ყოველთვის მოიგოს, მაგრამ ასეც ხდება. გული არ გაიტეხოთ, თავი მაღლა ავწიოთ და გავაკეთოთ ანალიზი, რატომ იყო ჩვენი თამაშები წარუმატებელი და შემართებით მოვემზადოთ შემდეგი ციკლისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ფეხბურთელების მიზანმიმართული შეურაცხყოფა მიმდინარეობს, თუმცა მიუხედავად ამისა, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები მათ გულშემატკივრობას არ შეწყვეტენ.

„ვხედავთ მიზანმიმართულ კამპანიებს ფეხბურთელების, სპორტსმენების მიმართ. ეს დამოკიდებულება ყველა სფეროშია, ხდება ადამიანების შეურაცხყოფა. ვინც ჯანსაღად აზროვნებს და უყვარს ჩვენი ქვეყანა, ყველა თქვენს გვერდითაა. მახსოვს წარუმატებელი პერიოდი, როცა ვერ ვიგებდით თამაშებს და გულშემატკივრების უმრავლესობა, მიუხედავად ნიჰილიზმისა, თქვენს გვერდით იყო, არასდროს მიუტოვებიხართ. ასე იქნება მომავალშიც - სახელმწიფოც და გულშემატკივარიც გვერდით დაგიდგებით, რომ იყოთ წარმატებულები, რადგან თქვენი გამარჯვება ჩვენი ქვეყნის წარმატებაა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე