პოლონეთში, რკინიგზაზე მომხდარ დივერსიასთან დაკავშირებით, რამდენიმე ადამიანი დააკავეს

პოლონეთში, რკინიგზაზე განხორციელებულ დივერსიულ ქმედებებთან დაკავშირებით, რამდენიმე პირი დააკავეს, - ამის შესახებ პოლონეთის უშიშროების სამსახურის მინისტრის პრესსპიკერმა, იაცეკ დობრჟინსკიმ განაცხადა.

„პოლონეთის [უსაფრთხოების] სამსახურებს გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვთ. ისინი ხელმძღვანელობის კვალში დგანან, დამნაშავეების კვალში დგანან. ვადასტურებ, რომ მართლაც, პირველი დაკავებები ახლა მიმდინარეობს. ჩართული პირები დაკავებულნი არიან შინაგანი უსაფრთხოების სააგენტოსა და პოლიციის მიერ და ამ ეტაპზე მეტ დეტალს ვერ მოგაწვდით“, - აღნიშნა იაცეკ დობრჟინსკიმ.

მოგვიანებით მან დასძინა, რომ დაკავებულია რამდენიმე ადამიანი და მიმდინარეობს მათი დაკითხვა.

ცნობისთვის, მანამდე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი რკინიგზაზე მომხდარი დივერსიის გამო ქვეყანაში მოქმედ რუსეთის უკანასკნელ საკონსულოს დახურავს. ასევე, სიკორსკიმ აღნიშნა, რომ პოლონეთის რკინიგზაზე მომხდარ ინციდენტებზე პასუხი მხოლოდ დიპლომატიური არ იქნება. „ეს სახელმწიფო ტერორიზმია, რომლის მიზანი მსხვერპლის გამოწვევა იყო“, - აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამასთან, მისი თქმით, რკინიგზაზე მომხდარ დივერსიასთან დაკავშირებით დღეს ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს, დაელაპარაკება და ხვალ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს უახლეს ინფორმაციას მიაწვდის. ის ევროკავშირის სხვა ქვეყნებს მოუწოდებს, შეზღუდონ ბლოკში აკრედიტებული 2 000 რუსი დიპლომატის გადაადგილება, რადგან, მისი თქმით, „მათ თითქმის 40% დიპლომატიურ სტატუსთან შეუსაბამო დავალებებს ასრულებს.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში