მიხეილ ყაველაშვილი - საქართველო კვლავ მზადაა საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში, რაც, გრძელვადიან პერსპექტივაში, მხოლოდ დადებითი შედეგების მომტანი შეიძლება იყოს

მსურს ხაზი გავუსვა, რომ მდგრადი მშვიდობისა და სტაბილური გარემოს უზრუნველყოფის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია 8 აგვისტოს, ვაშინგტონში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება, რასაც, ბუნებრივია, მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. ეს ისტორიული შეთანხმება სამხრეთ კავკასიის სამომავლო, გრძელვადიანი განვითარებისთვის ახალ პერსპექტივებს აჩენს, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა, სომხეთის პრეზიდენტთან, ვაჰაგნ ხაჩატურიანთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო კვლავ მზადაა საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში.

„რა თქმა უნდა, საქართველო კვლავ მზადაა საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში, რაც, გრძელვადიან პერსპექტივაში, მხოლოდ დადებითი შედეგების მომტანი შეიძლება იყოს. მწამს, რომ ჩვენი თანამშრომლობა, მეგობრობა და პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებული სამაგალითო ურთიერთობების სულისკვეთებით გაგრძელდება“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

დასასრულს, მიხეილ ყაველაშვილმა კოლეგას, საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს