ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - ამავე საქმეზე ბრალდებული ზურაბ ადეიშვილი კი სასამართლომ გაამართლა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამავე საქმეზე ბრალდებული ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი კი გაამართლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა განუცხადა, ოქრუაშვილისთვის შეფარდებულ 7-წლიან სასჯელს “ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე სასჯელის ¼ და ასევე, ის 10 თვე მოაკლდა, რომელიც ოქრუაშვილმა 2019 წელს ციხეში გაატარა. მას პატიმრობის მოხდის ვადად 4 წელი და 5 თვე რჩება.

მისივე თქმით, დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, ოქრუაშვილს თანამდებობის ბოროტად გამოყენება ედება ბრალად.

ადვოკატის ინფორმაციით, აღნიშნული საქმე ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ 2019 წლის ბოლოდან მიმდინარეობს.

ირაკლი ოქრუაშვილს თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ედავებოდნენ. მიღებულია გამამტყუნებელი გადაწყვეტილება, 7-წლიანი სასჯელით.

ირაკლი ოქრუაშვილს ედავებოდნენ შემდეგს: - 2004 წელს პატრულის თანამშრომელს იარაღი გაუვარდა და ბუტა რობაქიძე გარდაიცვალა. როგორც მაშინ ითქვა, რობაქიძის თანმხლებ პირებს იარაღი უპოვეს. შემდეგ იყო საუბარი, რომ მათ ეს იარაღი ჩაუდეს. პოლიციის მაშინდელმა მაღალჩინოსანმა, თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა თემურ მიქაძემ, რომელიც დღეს გარდაცვლილია, ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა. 2019 წელს, ერთ-ერთ ჩვენებაში, რის სანაცვლოდაც მან საპროცესო შეთანხმება მიიღო და ციხიდან გამოვიდა, თქვა, რომ შს მინისტრმა დაურეკა და უთხრა, რომ მიეცა ინტერვიუ, სადაც იტყოდა, რომ პატრულსა და ამ კონკრეტულ პირებს შორის შეტაკება მოხდა. მან თქვა, რომ რაკი მინისტრმა ასე უთხრა, ჩათვალა, რომ აღნიშნული პირებისთვის იარაღი უნდა ჩაედო.

განაჩენი ასეთია, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა იარაღის ჩადება დაავალა, რაზეც თვითონ ამბობს, რომ აღიქვა, რომ ოქრუაშვილმა იარაღის ჩადება დაავალა. მანამდე აბსოლუტურად სხვა ჩვენებებს იძლეოდა. “მე ასე აღვიქვიზე“ განაჩენის გამოტანა არ შეიძლება“, - განაცხადა ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე