თაზო დათუნაშვილი PACE-ს თანამომხსენებლების განცხადებაზე - ეს ძალიან მაღალი დონის გზავნილია ე.წ. ხელისუფლებისთვის, რომ გონს მოეგოს ივანიშვილის რეჟიმი

ტრაგედიაა ქართული სახელმწიფოებრიობისთვის, რომ დღეს ეს ორგანიზაცია საქართველოს პოლიტიკურ ვითარებას დიქტატურის დამყარებად აფასებს - ეს ძალიან მაღალი დონის გზავნილია ე.წ. ხელისუფლებისთვის, რომ გონს მოეგოს ივანიშვილის რეჟიმი,- ასე ეხმაურება „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრი, თაზო დათუნაშვილი PACE-ს თანამომხსენებლების განცხადებას.

როგორ თაზო დათუნაშვილმა აღნიშნა, PACE-ს თანამომხსენებლების მოწოდებაში მთავარი აქცენტი გაკეთებულია იმაზე, რომ არ შეიძლება, დემოკრატიულ, ცივილიზებულ საზოგადოებაში ყველა ოპოზიციური ლიდერი ციხეში ან პოლიტიკური დევნის ქვეშ იყოს.

„ეს არის ორგანიზაცია, რომლის წევრიც საქართველო არის 1999 წლიდან. ამ ორგანიზაციაში მიიღეს შევარდნაძის დროინდელი საქართველო იმ იმედით, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ამ ქვეყანაში ხედავდნენ უდიდეს პოტენციალს, საქართველო ბევრწლიანი პაუზის შემდეგ მოახერხებდა ევროპულ ოჯახში დაბრუნებას.

ტრაგედიაა ქართული სახელმწიფოებრიობისთვის, რომ დღეს ეს ორგანიზაცია საქართველოს პოლიტიკურ ვითარებას დიქტატურის დამყარებად აფასებს. ამ რეალობას ვერ ფარავს ვერც დიპლომატიური ენა.

სწორი პოზიციონირება სწორ დროს! PACE-ს მხრიდან ახლა სწორია ამ პოზიციის დაფიქსირება და მნიშვნელოვანი.

მთავარი აქცენტი გაკეთებულია იმაზე, რომ არ შეიძლება, დემოკრატიულ, ცივილიზებულ საზოგადოებაში, რომელსაც ესმის საკუთარი სახელმწიფო ინტერესები, მოქალაქეების კეთილდღეობა, ყველა ოპოზიციური ლიდერი ციხეში ჰყავდეს, ან პოლიტიკური დევნის ქვეშ. ეს ძალიან მაღალი დონის გზავნილია ე.წ. ხელისუფლებისთვის, რომ გონს მოეგოს ივანიშვილის რეჟიმი, გონს მოეგოს და დააბრუნოს ეს ქვეყანა იმ წერტილში, რა წერტილშიც უნდა საქართველო აბსოლუტურ უმრავლესობას. ეს არის ევროკავშირისკენ ინტეგრაციაში დაბრუნება.

ეს არის ტრაგედია, 1999 წლიდან 2025 წლამდე ამ გზის გავლა და დასრულება იმით, რომ PACE-მ შეაფასოს საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა დიქტატურის დამყარებად“,-აღნიშნა თაზო დათუნაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში