იგორ კოჩიევი ჩორჩანაზე - საგუშაგოს გახსნის ინიციატორი გიორგი გახარია იყო, რომელიც დაუსწრებლად დაპატიმრებულია საქართველოს პროკურატურის მიერ - თუ საქართველოს ხელისუფლება ამ საგუშაგოს გახსნის შეცდომას აღიარებს, ლოგიკური იქნება მისი მოხსნა

თუ საქართველოს ხელისუფლება ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის შეცდომას აღიარებს, ლოგიკური იქნება მისი მოხსნა, - ამის შესახებ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დელეგაციის“ ხელმძღვანელმა იგორ კოჩიევმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 128-ე შეხვედრის საკვანძო პუნქტი კვლავ სოფელ უისტას [იგივე წნელისი, ჩორჩანას მახლობლად] მახლობლად ქართული საგუშაგოს გაუქმება გახდა.

„ამჯერად, მაგალითად მოვიყვანეთ, რომ საგუშაგოს გახსნის ინიციატორი საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია იყო, რომელიც მოგვიანებით პრემიერ-მინისტრი გახდა. ახლა გახარია, რომელიც სავარაუდოდ გერმანიაში იმყოფება, დაუსწრებლად დაპატიმრებულია საქართველოს პროკურატურის მიერ. მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს შორის ფიგურირებს ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობა სოფელ უისტასთან [იგივე წნელისი, ჩორჩანას მახლობლად], სადაც ქართული პოლიციის საგუშაგოა გახსნილი“, - განაცხადა კოჩიევმა.

მისი თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლება ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის შეცდომას აღიარებს, ლოგიკური იქნება მისი მოხსნა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს