დავით ასათიანი - ოფიციალურად მივმართავ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დამატებითი განმარტებისთვის, რათა გამოირიცხოს ადვოკატის საქმიანობის ხელშეშლა

სასამართლოში ფოტო-ვიდეო გადაღებისა და აუდიო ჩაწერის აკრძალვა ვერცერთი შესაძლო ინტერპრეტაციით ვერ გახდება სასამართლოს შენობაში შესვლისას ადვოკატებისათვის ელექტრონული მოწყობილობების ჩამორთმევის საფუძველი, - ამის შესახებ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, რითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მობილური ტელეფონების სასამართლო დარბაზში შეტანის რეგულაცია ყველას თანაბრად ეხება.

როგორც ასათიანი წერს, ადვოკატებისთვის დღემდე არ ყოფილა და არც მომავალში იგეგმება ელექტრონული მოწყობილობებით სარგებლობის შეზღუდვა.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონის მე-13 პრიმა მუხლის, მე-2 პუნქტის დანაწესი (2025 წლის 02 ივლისის ცვლილება), რითაც აიკრძალა სასამართლოში ფოტო-ვიდეო გადაღება და აუდიო ჩაწერა, ვერც ერთი შესაძლო ინტერპრეტაციით ვერ გახდება სასამართლოს შენობაში შესვლისას ადვოკატებისათვის ელექტრონული მოწყობილობების ჩამორთმევის საფუძველი!

ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ის ელექტრონული მოწყობილობები (მობილური ტელეფონი/ლეპტოპი) რომელსაც ადვოკატები სასამართლო დარბაზებში ვიყენებთ, წარმოადგენს ჩვენი საქმიანობის აუცილებელ სამუშაო ხელსაწყოებს და არ ყოფილა შემთხვევა, რომ ადვოკატს ისინი ვიდეო გადაღების თუ კლიპების დასამონტაჟებლად გამოეყენებინოს. უფრო მეტიც, ამის არანაირი საჭიროება ადვოკატს არ აქვს, რადგანაც, როგორც პროცესის მონაწილე სუბიექტს, ისედაც შეუზღუდავად აქვს წვდომა აუდიო ოქმზე და საჭიროების შემთხვევაში დარბაზში მიმდინარე ვიდეო გადაღების მასალებზე.

მიუხედავად, დღეს გაკეთებული კონკრეტული განცხადებისა, პრაქტიკაში დღემდე არ ყოფილა და, როგორც ჩემთვის სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ კვლავ იქნა დადასტურებული, ადვოკატებისათვის არც მომავალში იგეგმება ელექტრონული მოწყობილობებით სარგებლობის შეზღუდვა.

საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, ოფიციალურად მივმართავ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დამატებითი განმარტებისათვის, რათა გამოირიცხოს ადვოკატის საქმიანობის ხელშეშლა.

ადვოკატთა ასოციაცია არ დაუშვებს კანონის ისეთ განმარტებას ანდა ისეთი არასწორი პრაქტიკის დანერგვას, რაც შეუძლებელს გახდის ჩვენი საქმიანობის სრულყოფილად განხორციელებას და იმედი მაქვს, რომ ამ საკითხში ყველანი ვიქნებით ერთსულოვანი”, - წერს ასათიანი სოციალურ ქსელში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე