პაატა დავითაია - წლების შემდეგ პატიმრობაში მყოფი ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი შეიცავს პოლიტიკური დევნის ნიშნებს

ინფორმაცია, რომელიც დღეს გახდა ცნობილი ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით და განაჩენი, რომელიც დადგა მის მიმართ წლების შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, ძალიან ბევრ კითხვას აჩენს, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ განაცხადა.

როგორც დავითაია აღნიშნავს, ამდენი წლის შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ განაჩენის საკითხის დაყენება საქმეზე, რომელიც წლების განმავლობაში იყო გაჭიანურებული, კატეგორიულად მიუღებელია და შესაძლოა, შეფასდეს პოლიტიკური მართლმსაჯულების მანიპულაციად.

„წარდგენილ ბრალდებაში ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის დადანაშაულება და გენერალური პროკურორის გამართლება იმ პირობებში, როდესაც პროკურატურა კურირებდა ამ საქმეს, ბადებს ბევრ კითხვის ნიშანს და აღიქმება ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკურ დევნად, რაც დამაზიანებელია ჩვენი სახელმწიფოსთვის“, - აცხადებს პაატა დავითაია.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს