ირაკლი კობახიძე - „კოლექტიური კუბილიუსები" ვერ ეღირსებიან ხელისუფლებაში „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დაბრუნებას

„კოლექტიური კუბილიუსები" ვერ ეღირსებიან ხელისუფლებაში „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დაბრუნებას, ამის პირობას ვიძლევით ჩვენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თავდაცვის საკითხებში ევროკომისრის ანდრიუს კუბილიუსის განცხადების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, არაფორმალური გავლენებით მართული ევროპული ბიუროკრატია ამას ვერ ეღირსება.

„ვერ ეღირსება ევროპული ბიუროკრატია, რომელიც იმართება არაფორმალური გავლენებით, საქართველოში „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დაბრუნებას. კოლექტიური კუბილიუსები ვერ ეღირსებიან ხელისუფლებაში „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დაბრუნებას, ამის პირობას ვიძლევით ჩვენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებას და აღნიშნა, რომ "პირდაპირ აღიარეს, რომ ეძებენ შავ არხებს ფულის გადმოსარიცხად, როცა შავ არხებს ეძებ, განზრახვაც შავი გაქვს". მისივე თქმით, აღნიშნული თანხები ხმარდებოდა საქართველოში რევოლუციის მოწყობის 5 სხვადასხვა მცდელობას NGO-ების მეშვეობით.

“ჩვენ ვიცით, რას ხმარდებოდა ეს ფული, წინა ადმინისტრაციის პირობებში -ამერიკული ფული და წინა და მოქმედი ევროპული ბიუროკრატიის პირობებში ეს ფული რას ხმარდება. ეს იყო რევოლუციის მოწყობის 5 სხვადასხვა მცდელობა, სწორედ, ამ NGO-ების მეშვეობით, ვისაც უწოდებენ სამოქალაქო საზოგადოებას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის აბსოლუტურად მახინჯი ტერმინი, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს რეალობასთან. არ არსებობს სამოქალაქო და არასამოქალაქო საზოგადოება. ასეთი რამ არ არსებობს. როდესაც შენ აბსურდული ტერმინით ცდილობ, ფონს გახვიდე, ესეც მეტყველებს იმაზე, რომ შენ გაქვს მანკიერი განზრახვა სხვადასხვა მიმართულებით. პირდაპირი აღიარებაა ეს ყველაფერი, რომ მათ უნდათ, კიდევ ერთხელ სცადონ აქ არეულობის მოწყობა, ამისათვის უნდათ შავი ფული შემოიტანონ. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ბოლომდე ეცდება საკუთარი ინტერესების დაცვას, როგორც ამას ვაკეთებდით წარმატებით წარსულში, ასევე გავაკეთებთ წარმატებით მომავალშიც“,-განაცხადა პრემიერმა “იმედი ლაივის” ეთერში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო