შემოდგომის შეთავაზებები კოლიერსისგან, მიწის ნაკვეთები გამორჩეულ ლოკაციებზე განსაკუთრებული პირობებით

ქალაქის ხმაურიდან მოშორებით, თანამედროვე ინფრასტრუქტურა და გამორჩეული ხედები სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს Colliers Georgia, რომელიც სუბურბან საგურამოს და სუბურბან ლისის პროექტებით ორ განსხვავებულ, მაგრამ საერთო სტანდარტს აერთიანებს.

  • სუბურბან საგურამო, დასრულებული უბანი განსაკუთრებული ფასდაკლებით

სუბურბან საგურამო უკვე გამორჩეული პროექტია. განაშენიანების ყველა ეტაპი დასრულებულია და უბანში სრულად მოწყობილია ინფრასტრუქტურა: გზები, მიწის ნაკვეთებამდე მიყვანილია კომუნიკაციების სრული პაკეტი, განათება, სარეკრეაციო ზონა, ჩოგბურთის კორტი და მულტიფუნქციური სივრცე. პროექტს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ის ხედები ხდის რომელიც პირდაპირ კავკასიონისკენ არის მიმართული.

შემოდგომის შეთავაზების ფარგლებში, საგურამოში მოქმედებს სპეციალური პირობა: 15%-იანი ფასდაკლება პირველ 3 მიწის ნაკვეთზე, ერთიანი გადახდის შემთხვევაში.

ეს შეთავაზება განსაკუთრებული შესაძლებლობაა მათთვის, ვინც დასრულებულ უბანში უპირატესობად მშენებლობის დაწყების შესაძლებლობას თვლის.

  • სუბურბან ლისი, ურბანული კომფორტი ქალაქის ცენტრთან ყველაზე ახლოს

სუბურბან ლისი, ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულ წერტილში, ლისის ურბანულ ცენტრში მდებარეობს. სამშენებლო სამუშოები ბოლო ეტაპზეა და რამდენიმე თვეში სრულდება რაც მომავალ მყიდველებს საშუალებას აძლევს მოკლე დროში მიიღონ სრულად მოწყობილი და ფუნქციური საცხოვრებელი უბანი. როგორც საგურამოში ასევე ლისზეც მომხმარებელს პროექტში დახვდება: კომუნიკაციების სრული პაკეტი, მოწესრიგებული გზები და სარეკრეაციო ზონები.

შემოდგომის შეთავაზება ლისის ლოკაციაზე გულისხმობს, 15%-იან პირველად შენატანს, ხოლო დარჩენილი თანხის გადანაწილებას 12 თვეზე.

პროექტის დეტალური აღწერა და პირობები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: www.suburban.ge საკონტაქტო ნომერი: +995 577 30 89 89 (WhatsApp/Viber)

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია