ირაკლი ფავლენიშვილი - როდესაც დიალოგი გსურს, სანქცირებულ ადამიანს არ წაიყვან ქვეყნებში, რომლებმაც ის დაასანქცირეს - სახეზე გვაქვს ივანიშვილის მხრიდან საბოტაჟთან არა მხოლოდ ევროინტეგრაციის, არამედ კონსტრუქციული მოლაპარაკებების გზაზე

როდესაც მოლაპარაკებები გსურს და დიალოგი, სანქცირებულ ადამიანს არ წაიყვან იმ ქვეყნებში, რომლებმაც ის დაასანქცირეს. ჩვენ სახეზე გვაქვს ივანიშვილის მხრიდან საბოტაჟი,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რითაც 21 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ, ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგის შეხვედრის გაუქმებას გამოეხმაურა.

რაც შეეხება მოსაზრებას, რომ ევროკავშირმა შეხვედრა დელეგაციაში საქართველოს სანქცირებული მაღალჩინოსნის ჩასმის გამო გააუქმა, ფავლენიშვილი ამბობს, რომ „დელეგაციის წევრებს შორის სანქცირებული პირის ჩასმა დიპლომატიური ნორმებისა და ცივილიზებული სამყაროს წესების წინააღმდეგ გალაშქრებაა”.

„ივანიშვილის მზარდი ავტორიტარიზმის პირობებში, შეუძლებელია პოზიტიურ სიგნალს ველოდოთ ევროპიდან, ეს ასევე განპირობებული იქნება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ ივანიშვილის ბოლო ქმედებებით

როდესაც მოლაპარაკებები გსურს და დიალოგი, სანქცირებულ ადამიანს არ წაიყვან იმ ქვეყნებში, რომლებმაც ის დაასანქცირეს. ჩვენ სახეზე გვაქვს ივანიშვილის მხრიდან საბოტაჟთან არა მხოლოდ ევროინტეგრაციის გზაზე, არამედ კონსტრუქციული მოლაპარაკებების გზაზე. ყველაფერი სამწუხაროდ იქნება უარყოფითი ჩვენი ქვეყნისთვისა და ხალხისთვის, სანამ ივანიშვილი იქნება ხელისუფლებაში.

მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ დელეგაციაში სანქცირებული ადამიანი არ ჩასვა, თუ კონსტრუქციული ურთიერთობა გსურს. დიპლომატიური ნორმებისა და ცივილიზებული სამყაროს წესების წინააღმდეგ გალაშქრებაა, როდესაც სანქცირებულ ადამიანს მოლაპარაკებებზე უშვებ, ყველა სანქცირებული რომ იყოს, გასაგები იქნებოდა, მაგრამ ბევრი საჯარო მოხელეა, რომელიც სანქცირებული არ არის. ამ ადამიანის ჩასმა საბოტაჟის აქტი იყო",- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე