ბუტა რობაქიძის დედა - გაკვირვებული ვარ ადეიშვილის გამართლების გამო, ვფიქრობ, მას უფრო დიდი წვლილი მიუძღვის ამ უბედურებაში - მინდა, მოსამართლეებმა შესაფერისი ზომები მიიღონ და ადეიშვილსაც მიესაჯოს, სამართალი ბოლომდე უნდა მივიდეს

ბუტა რობაქიძის დედის ია მეტრეველის განცხადებით, მისი შვილის მკვლელობის საქმეზე ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ზურაბ ადეიშვილმა პასუხი უნდა აგოს.

როგორც მან მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მიესალმება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

„მისასალმებელია, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ამდენი ხანი ველოდებოდი ამ ფაქტს. ეს ადრე უნდა მომხდარიყო, მაგრამ რატომღაც დიდი დრო დასჭირდა ამ ყველაფერს. ცოტა არ იყოს, გაკვირვებული ვარ ადეიშვილის გამართლებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ადეიშვილს უფრო დიდი წვლილი მიუძღვის ამ უბედურებაში. ასევე, მას აუცილებლად პასუხი უნდა მოეთხოვოს. რატომ მოხდა ადეიშვილის გამართლება ჩემთვის გაუგებარია იმიტომ, რომ ადეიშვილი მაშინ მთავარი პროკურორი იყო, ის განაგებდა ამ პროცესებს, ყველაფრის საქმის კურსში იყო. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რასაც წარმოადგენდა ადეიშვილი. მის გარეშე რომ არაფერი მოხდებოდა ქვეყანაში, მიშას ბრძანებებს პირადად ის ასრულებდა, იდეოლოგიც და შემოქმედიც ადეიშვილი იყო, მანაც აუცილებლად უნდა აგოს პასუხი. დიდი მოლოდინით ველოდები იმას, რომ პროკურატურა ასაჩივრებს და შემდგომ სასამართლოში აუცილებლად უნდა მოხდეს ასევე მისთვის ბრალის წაყენება “,- განაცხადა ია მეტრეველმა.

მისი თქმით, იბრძვის იმისთვის, რომ სამართალი ყველასთვის აღდგეს.

„ახლა მაინც მაქვს იმედი, რომ პროკურატურა ბოლომდე მიიყვანს ამ საქმეს. მოსამართლეებმაც მინდა ჩემი თხოვნა და მოთხოვნაც ყურად მიიღონ, შესაფერისი ზომები მიიღონ და ადეიშვილსაც მიესაჯოს ის, რაც ეკუთვნის. ამდენი წლის მერე სამართალი მაინც უნდა მივიდეს ბოლომდე“,- განაცხადა ია მეტრეველმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ამავე საქმეზე ბრალდებული ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი კი გაამართლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა განუცხადა, ოქრუაშვილისთვის შეფარდებულ 7-წლიან სასჯელს “ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე სასჯელის ¼ და ასევე, ის 10 თვე მოაკლდა, რომელიც ოქრუაშვილმა 2019 წელს ციხეში გაატარა. მას პატიმრობის მოხდის ვადად 4 წელი და 5 თვე რჩება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე